ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

Freedom of Expression and Human Rights

23/07/2011 12:05 (301 დღე 04:03 minutes ago)

სიტყვის თავისუფლება და უფლებები

 

მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა

სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,

-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი    მისი    იძულება,    გაავრცელოს    ინფორმაცია    ან    თავი    შეიკავოს    მისი გავრცელებისაგან,
-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (28.04.2006. N2937)

მუხლი 156. დევნა

1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება: ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (28.04.2006. N2937)

მუხლი 157.    პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა

1. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება,
-ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა საჯარო გამოსვლისას,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ანგარებით; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (28.04.2006. N2937)

მუხლი 158. კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევა

1. კერძო საუბრის უკანონოდ ჩაწერა ან მიყურადება ტექნიკური საშუალების გამოყენებით,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. კერძო საუბრის ტექნიკური საშუალებით მიღებული ჩანაწერის ანდა ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. (28.04.2006. N2937) 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ანგარებით; ბ) არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, -ისჯება    თავისუფლების    აღკვეთით    ვადით    ორიდან    ხუთ    წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა


1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ანდა ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევა,
-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ას ოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება: ა) ანგარებით; ბ) არაერთგზის; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სრულად აქ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

 

წაიკითხეთ ასევე:  ჟურნალისტის სახელმძღვანელო: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა


 

 











Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group