აქციების პირველადმა განთავსებამ Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესად აქცია

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

MEDIA RESOURCE

ჟურნალისტის სახელმძღვანელო: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 

1)   რა არის საჯარო ინფორმაცია?

ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

2)   რა სახის ინფორმაციის მოთხოვნა შეიძლება საჯარო დაწესებულებიდან?

საჯარო დაწესებულებიდან პირს აქვს ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის  უფლება თუ ის არ შეიცავს  სახელწიფო, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას. ასევე დახურულია და არ გაიცემა აღმასრულებელი პრივილეგიით დაცული ინფორმაცია.

3)   რა არის სახელმწიფო საიდუმლოება?

სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა და სახელმწიფო უშიშროების და მართლწესრიგის დაცვის სფეროს მიკუთვნებული საკითხები, ხოლო უფრო დეტალურად სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში შეიძლება მოვიძიოთ ეს ინფორმაცია.

4)   რა არის პირადი საიდუმლოება?

პერსონა ლური  მონაცემები, რომლის პირად საიდუმლოდ მიჩნევის საკითხსს წყვეტს პირი, რომლის შესახებაც საჯარო დაწესებულებაში არსებობს ეს ინფორმაცია. კანონის თანახმად პერსონა ლური მონაცემები არის ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებობას იძლევა. პირად საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან.

5)   რა არის კომერციული საიდუმლოება?

ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამასთანავე,უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული საიდუმლობა არის კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა მეწარმე სუბიექტების საიდუმლოება და მათ საიდუმლოებას მიეკუთვნება. დაუშვებელია  ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევა.

6)   რასწარმოადგენს აღმასრულებელი პრივილეგია?

ტერმინით „აღმასრულებელი პრივილეგია“ აღინიშნება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, არ გაამჟღავნოს ამ ორგანოს თანამდებობის პირის გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა.

7)   როგორ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია?

იმისავის, რომ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია უნდა მივმართოდ შესაბამის საჯარო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით, განცხადებაშიუნდამიეთითოს:

1.უწყების ან თანამდებობის პირის დასახელება;

2. მოთხოვნა;

3.თანდართულიდოკუმენტების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4.განმცხადებლის სახელი,გვარი და მისამართი.

5.განცხდების შედგენის თარიღი.

განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.

პირმა შეიძლება ზეპირი ფორმით მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია. მას უარი არ უნდა ეთქვას ინფორმაციის გაცემაზე, ასეთ შემთხვევაში ზეპირი მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს წერილობით.

8)  რა ვადაში უნდა მიიღო საჯარო ინფორმაცია?

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახელებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

9)  ვალდებულია თუ არა განმცხადებელი საჯარო ინფორმაციის  მისაღებად გადაიხადოს რაიმე საფასური?

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობა უფასოდ. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა უნდა ემთხვეოდეს ასლის გადაღების თვითღირებულებას.

·         განმცხადებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს ასლის გადაღების საფასური საჯაროდაწესებულებაში მასზე არსებული პერსონა ლური მონაცემების ასლის გადაღებისას;

·         კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას ან ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნისას.

10)   რა ვადაში უნდა ეცნობოს განმცხადებელს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე?

საჯაროდაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

საჯაროინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის ადმინისტრაციული დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

11)   რა სახის ინფორმაციის გასაიდუმლოება არის დაუშვებელი?

ინფორმაციათა სახეები რომელთა გასაიდუმლოება დაუშვებელია (http://www.idfi.ge/?cat=law〈=ka):

·         ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

·          საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები; საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა  ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

·          საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;

·         ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და გაცემის შესახებ და ასევე საჯარო დაწესებულებათა ფინანსური საქიანობის შესახებ ინფორმაცია.

·          ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად.

12)  რაზომებს მიმართავს პირი საჯარო  ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში

თუკი საჯარო დაწესებულება უარს ამბობს ინფორმაციის მოწოდებაზე ან არასრულად აწვდის ინფორმაციას, განმცხადებელს უფლება აქვს გაასაჩივოს გადაწყვეტილება უარის მიღებიდან, ერთი თვის ვადაში,გადაწყვეტილება ჯერ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ადმინისტრაციულ ორგანოში (იმ უწყების ხელმძღვანელთან, რომელი საჯარო დაწესებულებიდანაც უარი გეთქვათ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე), საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ პროცედურების გავლის გარეშე სასამართლო სარჩელს არ მიიღებს. გამონაკლისი ის შემთვევაა როდესაც არ არსებობს აქტის გამომცემი პირის ზემდგომი.

13)  როგორ განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის საკითხი?

სასამართლოში სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით წყდება და მიეკუთვნება არაქონებრივ დავებს, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლოში 100 ლარია , სააპელაციოში-150 ლარი, ხოლო საკასაციოში 300 ლარი.

სამოქალაქო სამართალწარმოებაში სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრისას გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დავის საგნის ღირებულებას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე არ ხდება სასარჩელო მოთხოვნის ღირებულების განსაზღვრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით, სარჩელის ფასი განისაზღვრება მოთხოვნის ღირებულების მიხედვით. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნას ღირებულება არ გააჩნია (მოთხოვნაა-გაიცეს საჯარო ინფორმაცია), შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება აღნიშნულ დავებთან შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნების გაერთანების შემთხვევაში, ერთმა მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს 100 ლარი და არა ცალ-ცალკე თანხა მოთხოვნების რაოდენობის მიხედვით, რადგან სარჩელის ფასის შეკრება ვერ მოხდება, მისი არასებობის გამო. მოსარჩელის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში სახელწიფო ბაჟი სრულად უბრუნდება მოსარჩელეს.

14)  ვინ  ანაზღაურებს  საპროცესო ხარჯებს?

საპროცესო ხარჯების (ადვოკატის ანაზღაურება ან სხვა ტექნიკური ხარჯი, გარდა სახელმწიფო ბაჟისა) ანაზღაურება ხდება თვით მხარეების მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მხარე რამოდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება ხარჯები მათ შორის თანაბრად ნაწილდება.

 

Source: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

 

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი    06:28 PM - 21 May 2010

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი მიღებული იქნა 1999 წელს. კოდექსის მესამე თავი ეხება “ინფორმაციის თავისუფლებას”. კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს ღია. საჯარო დაწესებულება ვალდებულია  საჯარო რეესტრში ორი დღის განმავლობაში შეიტანოს საჯარო ინფორმაცია ამ დაწესებულების შესახებ.

კანონის მიხედვით, ყველას აქვს უფლება წერილობით მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ხოლო საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს).


კოდექსის 42 მუხლი განსაზღვრავს ინფორმაციას რომლის გასაიდუმლოებაც დაუშვებელია:

ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;

გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; (2.03.2001 N 772)

ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;

ვ) არჩევით თანამდეობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;

ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;

თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;

ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონა ლური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონა ლურ მონაცემებს;

მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია.

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად

საიდუმლოებად. (2.03.2001 N 772)

 

 

 

მუხლი 36. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელე.

მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა


ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა.

მუხლი 38. საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.

მუხლი 39. პერსონა ლური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც იძლევა ამ პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და ამ კოდექსის თანახმად სხვა პირებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. პირს აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონა ლურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები.

მუხლი 40. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) მოთხოვნის თაობაზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებით დაინტერესებულ, სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების, მისი საფუძვლის და შესაბამისი ნორმატიული აქტის შესახებ.

მუხლი 41. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების პროცედურა, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

ყველას აქვს უფლება იცოდეს:

ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;

გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოხელეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოხელეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ პასუხისმგებელი თანამდებობა ან ევალებათ საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;

ვ) არჩევით თანამდეობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;

ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;

თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;

ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონა ლური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონა ლურ მონაცემებს;

მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია.

 

წაიკითხეთ ასევე:  ჟურნალისტის სახელმძღვანელო: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 

ასევე: სიტყვის თავისუფლება და უფლებები

 

 

 

ბოლო განახლება ( 23/07/2011 12:49 )










Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group