გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

ვაშლის ფასი გაორმაგდა | ნატოს ახალი კრიზისი სჭირდება?


Thursday, September 9, 2010
News Making Money

მესამე სექტორი საგადასახადო კოდექსის წინააღმდეგ

ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლება

14/07/2010 12:03 (57 დღე 03:40 minutes ago)

საქართველოს პარლამენტი ახალ საგადასახადო კოდექსს განიხილავს.

ADVERTISEMENT

 

კანონის პროექტის 308-ე მუხლის მიხედვით, 12-დან 20 პროცენტამდე იზრდება საშემოსავლო განაკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურებისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიახლე მესამე სექტორის წინააღმდეგაა მიმართული. რატომ გადაწყვიტა მთავრობამ გადასახადის გაზრდა და როგორ აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ვითარებიდან გამოსვლას?

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტით მიღებული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადი 12%-ია. 2011 წლიდან გადასახადის განაკვეთი 18 პროცენტამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა მთავრობამ პოზიცია შეიცვალა და, საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, საშემოსავლოს 20%-მდე გაზრდა გადაწყვიტა. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ მთავრობა დადებული პირობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს:

„ეს ცვლილება არის პირის გატეხა. რამდენიმე წლის წინ იყო ამაზე კამათი, გავრცელებულიყო თუ არა 25 პროცენტიანი დაბეგვრა არასამთავრობო სექტორზე. მაშინ ითქვა, სანამ საბოლოო ნიშნულამდე, ანუ 15 პროცენტამდე, არ დავა, მანამდე თავი შევიკავოთო.“

გია ჯანდიერის თქმით, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რადგანაც, როგორც წესი, მათი დაფინანსების ერთადერთ წყაროს სწორედაც რომ დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ გამოყოფილი გრანტები წარმოადგენს. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლით მთავრობას მესამე სექტორზე მიაქვს იერიში:

„ეს არის პირდაპირი დარტყმა მესამე სექტორზე და ის არანაირ შემოსავალს არ მოუტანს ქვეყანას. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რათა დაასუსტონ არასამთავრობო სექტორი“, უთხრა ზაზა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გრანტის სახით გამოყოფილი თანხის დაბეგვრის ზრდა უარყოფითად აისახება არასამთავრობო სექტორზე. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი განმარტავს:

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ გამოიწვევს შტატის და ყველა დასაქმებული ადამიანის ხელფასების შემცირებას, იმიტომ რომ სხვა ფონდი სარეზერვო არ გაგვაჩნია. ეს იმ ფონზე, რომ ჩვენი დონორები - ევროკავშირი და სხვა ქვეყნები - ისედაც ეხმარებიან ჩვენს სახელმწიფოს და ცალკე აძლევენ თანხებს.“

საინტერესოა, რა მოტივი ამოძრავებს მთავრობას, როცა ზრდის საშემოსავლო განაკვეთს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურებისათვის. ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს მიმართა, თუმცა პასუხის გასაცემად ვერც მის მიერ დასახელებულმა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ მოიცალა და ვერც კოდექსის ერთ-ერთმა ავტორმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გიორგი პერტაიამ.

მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან დაკავშირებისა და შეხვედრის იმედს არ კარგავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა ერთი ნაწილი 13 ივლისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით შეიკრიბა და მოქმედების გეგმაზე იმსჯელა. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის, სულ ცოტა, სამი წლით შენარჩუნება ხელს შეუწყობს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა ს.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.
დაფინანსებული ლინკები

Society 2007
Debt Help
Customer services
Cheap Home Insurance
Bathroom Enclosures




მსოფლიოს სიახლეები
მლადიჩის ოჯახი ითხოვს, რომ ის გარდაცვლილად გამოცხადდეს

09/09/2010 15:28 (0-7:0-45 minutes ago)

ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის რატკო მლადიჩის ოჯახი კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ ის ოფიციალურად გამოცხადდეს მკვდრად.

მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ვლადიკავკაზში

09/09/2010 15:06 (0-7:0-23 minutes ago)

ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა.

გატაცებულ გემზე საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქე იმყოფება

09/09/2010 13:47 (0-6:0-4 minutes ago)

მეკობრეების მიერ დაკავებული გემის გათავისუფლების საკითხში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ჩაერთო.

ევროკავშირი მიესალმება სერბეთის განცხადებას კოსოვოსთან ”დიალოგის” შესახებ

09/09/2010 12:00 (0-4:0-17 minutes ago)

ევროკავშირის ქვეყნები მიესალმებიან სერბეთის მოწოდებას კოსოვოს ეთნიკურ ალბანელ ლიდერებთან კოსოვოს ტერიტორიის სტატუსის მომავლის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით ახალი ”დიალოგის” დაწყებაზე.

სტილი
20 და 21 აგვისტოს იაპონიის საელჩო საქართველოში სამ კულტურულ ღონისძიებას გამართავს ქალაქ ბათუმში

20/08/2010 17:09 (19 დღე 14:34 minutes ago)

20 და 21 აგვისტოს იაპონიის საელჩო საქართველოში სამ კულტურულ ღონისძიებას გამართავს ქალაქ ბათუმში.

დმანისის მუზეუმში უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების პრეზენტაცია გაიმართება

17/08/2010 16:32 (22 დღე 15:11 minutes ago)

დმანისის მუზეუმში დღეს უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების პრეზენტაცია გაიმართება.

TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილს გაპრემიერებაში ხელს შეუშლის

09/09/2010 15:26 (0-7:0-43 minutes ago)

ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში ახლა მაინც ჩაერთონ.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
2010 წლის აგვისტოს ინფლაცია საქართველოში

06/09/2010 14:23 (2 დღე 17:20 minutes ago)

ფინანსები
შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი ახალი სერვისი მომხმარებლისთვის

08/04/2010 13:50 (153 დღე 17:53 minutes ago)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.

Jobs
მსოფლიოში უმუშევრობის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

03/09/2010 15:48 (5 დღე 15:55 minutes ago)

კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის ლიკვიდაციისთვის მომავალი 10 წლის განმავლობაში 440 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება საჭირო.

TRAVEL BIZ
„ჯორჯია პალასი“ ბათუმის „შერატონს“ კლიენტებს ართმევს

09/09/2010 15:21 (0-7:0-38 minutes ago)

მსოფლიო ბრენდ „ შერატონი ს“ ბათუმურ სასტუმროს საქართველოს ერთადერთი ხუთვარსკვლ ავია ნ სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ პასუხობენ, იტყობინება რადიო კომერსანტი.

ლაშა პაპაშვილს საკუთარ ქსელში მსოფლიო ბრენდები შეჰყავს

09/09/2010 11:20 (0-3:0-37 minutes ago)

რადიო კომერსანტის ცნობით, ლაშა პაპაშვილს საკუთარი სასტუმროების ქსელში მსოფლიო ბრენდები „ჰილტონი“ და „ანკორი“ შეჰყავს.

Oil&Auto
BP–ის რეიტინგი ერთბაშად ოთხი საფეხურით გაიზარდა

09/09/2010 13:53 (0-6:0-10 minutes ago)

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch–მა ნავთობ–კონცერნ BP–ის რეიტინგი სამი საფეხურით – "BBB" –დან "A"–მდე გაზარდა, იუწყება რადიო კომერსანტი.

დაწვრილებით...
დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (32 დღე 17:49 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group