| საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სტუმრად სძლია პორტუგალიას |
|
27/08/2010 16:16 (530 დღე 02:12 minutes ago) | ||||||||||||
|
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის ბოლოსწინა მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა სტუმრად, დიდი უპირატესობით სძლია პორტუგალიის ნაკრებს - 80:57.
გამარჯვებულთაგან თავი გამოიჩინეს ფაჩულიამ (18 ქულა), სანიკიძემ (13), გრინმა და ცქიტიშვილმა (12-12). შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო პორტუგალიელი მირანდა - 20 ქულა. „C“ ჯგუფის მეორე მატჩი ბულგარეთისა და ბელგიის ეროვნულ გუნდებს შორის დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით - 92:81. თავის ბოლო შესარჩევ თამაშს საქართველოს ნაკრები 29 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|






