| თბილისის საკრებულო დევნილებისა და გარემოვაჭრეების საკითხს განიხილავს |
|
27/08/2010 16:20 (530 დღე 02:36 minutes ago) | ||||||||||||
|
დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულო განიხილავს დევნილებისა და გარემოვაჭრეების საკითხს.
ამის შესახებ იუწყება "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე. დოლიძის თქმით, მისთვის, როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ორივე პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით კი, საკრებულოს სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან გაიმართება დევნილებისა და მოვაჭრეების საპროტესტო აქცია.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|





