| კახა კალაძე "მილანიდან" "ჯენოაში" გადავიდა |
|
01/09/2010 14:34 (524 დღე 17:41 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე "მილანიდან" "ჯენოაში" გადავიდა.
საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, კალაძეს სამი არჩევანი ჰქონდა - "მილანში" უნდა დარჩენილიყო, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; შეეძლო "იუვენტუსსა" და "ჯენოაში" გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე "ჯენოაში" გადასვლა გადაწყვიტა. კალაძე "ჯენოაში" 2 წლით გადავიდა, ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა უკვე გამოაქვეყნა.
32 წლის კალაძის 9,5-წლიანი "მილანური კარიერა" დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში მან 194 მატჩში 12 გოლი გაიტანა. კალაძემ "მილანში" იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ასევე კოპა იტალია, ჩემპიონთა ლიგის 2 თასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ს ჩემპიონატი. კლუბი "ჯენოა" კი ერთ-ერთი უძველესი იტალიური კლუბია და 1893 წელს დაარსდა. კლუბს იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ აქვს მოგებული.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|






