მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

შრომით შეზღუდული თავისუფლება

ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლება

02/09/2010 13:28 (523 დღე 17:44 minutes ago)

სულ ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც, 165 ქვეყნის მაგალითზე, პროფესიული კავშირებისა და მშრომელთა უფლებების მდგომარეობაა აღწერილი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ანგარიშის ავტორებმა, შრომის პირობების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების სისტემური და მასშტაბური დარღვევების მიხედვით, ქვეყნები შემდეგ ხუთ ჯგუფად დაყვეს: თავისუფალი, შედარებით თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი, რეპრესიული და მეტად რეპრესიული. ირკვევა, რომ დედამიწის თითქმის მეოთხედ ნაწილში შრომის რეპრესიული კანონმდებლობა მოქმედებს. რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნახევრად თავისუფალ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება. რას ნიშნავს ეს და როგორაა დაცული მშრომელთა უფლებები საქართველოში?

2010 წელს მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, მეთანის აფეთქების გამო, ცხრა ადამიანია დაღუპული. უკანასკნელმა უბედურმა შემთხვევამ სამი მაღაროელის სიცოცხლე შეიწირა. მასშტაბური იყო მსხვერპლი წლის დასაწყისშიც: დაიღუპა ოთხი მაღაროელი, მიზეზების დასადგენად კი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კომისია, როგორც წესი, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად პოსტფაქტუმ იქმნება. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის თქმით, აღარ არსებობს არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც შრომის პირობებს შეისწავლიდა და უბედური შემთხვევის პრევენციაზე იმუშავებდა:

„არსებობდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის შექმნა სახელმწიფოებს შრომის საერთაშორისო ფედერაციის კონვენციით ევალებათ, მაგრამ საქართველო არ მიუერთდა შესაბამის დეკლარაციას და შრომის ინსპექცია გააუქმა, ანუ ზედამხედველი ორგანო არ არსებობს.“ - ეს ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ორიოდე თვის წინ ჩაწერა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მკვეთრად გაიზარდა მშენებლობებზე უბედური შემთხვევების რიცხვი, რის მიზეზადაც შრომის სავალალო პირობები და უსაფრთხოების წესების იგნორირება დასახელდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ამ და სხვა არაერთი ფაქტორის - მათ შორის, შრომითი კანონმდებლობისა და პროფკავშირებისადმი დამოკიდებულების - გათვალისწინებით, ამბობს, რომ საქართველო სამართლიანად მოხვდა ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგში:

„ინვესტორმა ოღონდ ჩადოს ფული ამ ქვეყანაში და რაც უნდა, ის გააკეთოს, როგორც უნდა, ისე მოექცეს დასაქმებულს - ასეთია საკანონმდებლო სივრცე. გარდა ამისა, საქართველოში ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ პროფკავშირების წევრობისა და შექმნის გამო. პროფკავშირებს უკეტავენ ცენტრალიზებულ საწევრო გადარიცხვებს და ასე შემდეგ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არაა გასაკვირი, რაც წერია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში.“

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში დეტალურად არაა აღწერილი საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, მშრომელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თუმცა ცნობილია ის ინდიკატორები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ქვეყნის რეიტინგზე. ერთ-ერთი მათგანი პროფკავშირში გაწევრიანების გამო დასაქმებულთა დევნა-შევიწროებაა, რასაც არცთუ იშვიათად აქვს ადგილი საქართველოში. პროფკავშირების გაერთიანების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ილია ვერძაძის თქმით, მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში.

კიდევ ერთი ფაქტორი შრომის კანონმდებლობაა, რომლის შეცვლისკენ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირის წარმომადგენლობამ. საქმე ისაა, რომ საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსში სათანადოდ არაა ასახული დასაქმებულთა უფლებები:

„სამსახურში მიღება-გაშვების პროცედურა არის აბსოლუტურად დარეგულირებული. დამსაქმებელს შეუძლია სამსახურიდან გაუშვას ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი მოტივით, ოღონდ მოტივი არ მიუთითოს.“

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ, შრომის კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე გაერთიანების უკანასკნელ ყრილობაზე ილაპარაკა. მიწვეულ სტუმართა შორის იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში შრომის კანონმდებლობის კრიტიკას ასე უპასუხა:

„გვაკრიტიკებენ ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის გამო, რომ ჩვენი შრომითი კანონმდებლობა არ შეესაბამება განვითარებული ევროპის სოციალურ პოლიტიკა ს... რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დონემდე და მაშინ ჩვენი კანონმდებლობაც უფრო ჰარმონიული იქნება და ჩვენი კანონმდებლობა და სოციალური დაცვაც უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ამჟამად სჭირდება სერიოზული ეკონომიკური სტიმულები და თავისუფალი შრომითი ურთიერთობები ერთ-ერთი ასეთი სტიმული გახლავთ.“

ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ შრომის კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით პროფკავშირებთან ინტენსიურ დიალოგს აწარმოებენ, თუმცა თავად პროფკავშირების მესვეურები მიიჩნევენ, რომ დიალოგს ფორმალური ხასიათი აქვს და ხელისუფლება მას დროის გაყვანის მიზნით იყენებს.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ
კატარის ავიახაზები საქართველოში იწყებს ფრენას

02/02/2012 16:02 (5 დღე 15:10 minutes ago)

qatar-airways.jpg

თბილისი, საქართველო– კატარის ავია ხაზებმა ფრენების ნუსხაში საქართველო დაამატეს, ” მსოფლიო ზრდის” პროგრამის ფარგლებში კომპანიის რუკაზე ორი ახალი ქალაქი თბილისი და ბაქო  აღმოჩნდება.

მსოფლიოს სიახლეები
ირანის პასუხი აშშ–სა და ევროკავშირის სანქციებს

07/02/2012 17:18 (13:54 minutes ago)

რეიტერის ინფორმაციით, ირანმა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი თეირანის ცენტრალურ ბანკის მიმართ. ამიერიდან ამერიკულ ბანკებს მიენიჭათ უფლებამოსილება ირანული მთავრობის აქტივების გაყინვის.

სტილი
ოსკარის ნომინაციები

31/01/2012 10:49 (7 დღე 20:23 minutes ago)

2012-academy-awards-oscar-poster.jpg

ფილმში „შთამომავლები,“ ოჯახის დრამა რეჟისორმა ალექსანდრე პეინმა მაღალი მხატვრული ოსტატობით გადმოსცა.

“ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები

17/01/2012 15:31 (21 დღე 15:41 minutes ago)

golden-globes-winners-2012.jpg

ოქროს გლობუსის გამარჯვებულების ვინაობა კვირას,  15 იანვარს, გახდა ცნობილი.

TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

07/02/2012 16:41 (14:31 minutes ago)

vano-merabishvili_6361.jpg

civil.ge -- შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5–7 თებერვალს მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

დაწვრილებით...
ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 14:43 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group