| საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის ექვსი თანამშრომელი მეამბოხეებს გადაურჩნენ |
|
02/09/2010 17:03 (524 დღე 02:09 minutes ago) | ||||||||||||
|
საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის ექვსი თანამშრომელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც თავს კონგოში დაესხნენ, ამჟამად უსაფრთხოდ არიან.
ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, ოთხშაბათს გაავრცელა სააგენტო Associated Press-მა. მისი ცნობით, მეამბოხეებმა უოლიკელის აეროდრომზე დაცხრილეს საერთაშორისო სამედიცინი კორპუსის თვითმფრინავი, რომელშიც ერთი ქართველი, სამი ამერიკელი და ორი კონგოელი იმყოფებოდნენ. მათ შეძლეს თავი შეეფარებინათ ტყისთვის, სადაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელთა დასახმარებლად გაეროს მშვიდობისდამცველები გაგზავნეს. საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის თანამშრომლები კონგოს ქალაქ გომაში გადაიყვანეს.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|





