ვენეციის კომისიის მდივნის ორი კომენტარის ერთი აზრი

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

ოცდამეექვსე რექტორი

ავტორი ზაზა წულაძე, თბილისი, ამერიკის ხმა

03/09/2010 12:41 (520 დღე 00:03 minutes ago)

თუ რაიმე ექსტრაორდინალური არ მოხდა, რაც, ზოგადად, ახასიათებს პრეზიდენტ სააკაშვილი ს საკადრო პოლიტიკა ს, დეკემბერში, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით ოცდამეექვსე რექტორად სანდრო კვიტაშვილს აირჩევს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კვიტაშვილმა უკვე დატოვა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა და პირველი ქართული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მომავალ რექტორს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულიად ახალ დონეზე აყვანა დაავალა

„ეს არის მთავარი ქართული უნივერსიტეტი, ტრადიციების თვალსაზრისით და საზოგადოების აღქმაში. წამოვიდა ახალი უნივერსიტეტები ბოლო პერიოდში და ისინიც კარგად ვითარდებიან, მაგრამ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ წამოწევა არის საშვილიშვილო საქმე“

სანდრო კვიტაშვილი 2008 წლის იანვრიდან მუშაობდა ჯანდაცვის მინისტრად, იგი ამ თანამდებობაზე ნიუ-იორკის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტიდან, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის რეკომენდაციით დაინიშნა. ის, ალბათ, სააკაშვილი ს მთავრობის ერთადერთი მინისტრია. რომლის მოღვაწეობასაც ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად არ აფასებს. კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ კერძოდ თქვა

„სანდრო კვიტაშვილი ნამდვილად ამ მთავრობაში იყო თეთრი ყვავივით, თავისი არაკორუმპირებულობის გამო, თავისი არაპოლიტიზირებულობის გამო და ყველას გვახსოვს, რამდენიმე სკანდალი, როცა მან თავის სამინიტროში აკრძალა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია. იყო მაღალი კლასის პროფესიონალი. გქონდა ჩვენ მასთან, გარკვეული სახის სამუშაო შეხებები. სხვათაშორის, ის იყო, აგრეთვე წინააღმდგეი იმ ასი საავადმყოფოს პროგრამისა, რომელიც იყო არარეალისტური.“

უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ვაკანტური 13 აგვისტოს გახდა, როცა გია ხუბუა იძულებული გახდა გადამდგარიყო. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონა ლის ნაწილი ხუბუას არაკვალიფიციურ მართვაში ადანაშაულებდა, ერთ-ერთ მათგანმა, საერთაშორისო სამართლის პროფესორმა ლევან ალექსიძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა

„საქმე იმაშია, რომ ხუბუას რექტორობის დროს, მე ვიტყოდი, ცუდი მენეჯმენტის შედეგად, წამოიჭრა რაღაც სერიოზული პრობლემები, როგორც საკადრო, ასევე სხვა. ატმოსფერო იყო შექმნილი მძიმე. გია ხუბიას რამდენჯერმე მივმართე წერილით, რომ იყო რამდენიმე პიროვნება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში, იმდენად, რამდენადაც, არაფერი საერთო არ ჰქონდათ, არც ინტელიგენციასთან, და არც მეცნიერებასთან. სწორედ, მისმა გარემოცვამ დაღუპა კიდევაც, ბოლო მოუღო მის კარიერას უნივერსიტეტში.“

სანდრო კვიტაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდება, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორი არ არის. აქამდე, ეს აუცილებელი მოთხოვა იყო, თუმცა კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით, რექტორის თანამდებობის დაკავება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა ამასთან დაკავშირებით  გვითხრა

„უნივერსიტეტის ბევრი რექტორი იყო გარედან მოყვანილი, რას ნიშნავს გარედან, გარედან - ცნება არის ძალიან პირობითი. ისეთი ფიგურაც კი, როგორიც იყო ილია ვეკუა, საიდან იქნა მოყვანილი?! ნოვოსიბირსკიდან გადმოყვანილი, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის რექტორი იყო. მაგრამ, ის, მანამდე უნივერსიტეტში იყო რასაკვირველია. ასევე, ეს რექტორიც უნივერსიტეტის გაზრდილია. მე პირადად, იმაში, რომ გარედან შეიძლება ადამიანი მოვიდეს, ცუდს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, გააჩნია ვინ მოდის.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვიტაშვილმა, რომელიც ნოემბერში 41 წლის გახდება, ევროპის და ამერიკის ისტორიის სპეციალობით დაამთავრა.  აქვს ნიუ იორკის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის მასტერის ხარისხი. მართლმადიდებლურ საზოგადოებაში რამდენჯერმე გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ ორი წლის მანძილზე, კვიტაშვილი გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა. მომავალი რექტორი ცნობილი ისტორიკოსის შოთა მესხიას შვილიშვილი და თერაპიის ინსტიტუტის ამჟამინდელი დირექტორის მერაბ კვიტაშვილის შვილია, მისი მეუღლე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ნიკოლ ჟორდანიაა. თავად სანდრო კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამბიციური გეგმებით მოდის

„ჩემთვის უნივერსიტეტი არის ძალიან ახლობელი დაწესებულება, რომელიც მინდა, რომ იყოს საუკეთესო, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და მსოფლიო ში. ეს ამბიციური გეგმებია. შემდეგი, რამდენიმე თვეები იქნება მზადება იმისთვის, რომ სწავლა დაიწყოს და ჩატარდეს ყველაფერი ნორმალურად. და, მოვემზადოთ, რექტორის არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება წლის ბოლოს.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც 1918 წლის 26 იანვარს, პატრიარქ კირიონ მეორის კურთხევით გაიხსნა, დღემდე ოცდახუთი რექტორი ხელმძვანელობდა. პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო, მეორე - ივანე ჯავახიშვილი, რომლის სახელიც 1988 წელს ეწოდა კიდეც უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა რექტორი ბოლშევიკი კარლო ორაგველიძე იყო, ის ამ თანამდებობაზე 33 წლის ასაკში მოხვდა და საზოგადოებას  თავი ივანე ჯავახიშვილზე თავდასხმებით დაამახსოვრა.  ორაგველიძე 1937 წელს დახვრიტეს. 1937-38 წლებში უნივერსიტეტის კიდევ ხუთი ყოფილი რექტორი დაიხვრიტა. ყველაზე დიდ ხანს, უნივერსიტეტს როინ მეტრეველი მართავდა - 13 წელი.  მიხეილ სააკაშვილი ს გაპრეზიდენტების, შემდეგ კი უნივერსიტეტი უკვე მესამე რექტორს იცვლის , რიგით 26-ე რექტორი სანდრო კვიტაშვილი, ოფიციალურად, წლის ბოლოს უნდა გახდეს.

 

 

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ
კატარის ავიახაზები საქართველოში იწყებს ფრენას

02/02/2012 16:02 (2 დღე 20:42 minutes ago)

qatar-airways.jpg

თბილისი, საქართველო– კატარის ავია ხაზებმა ფრენების ნუსხაში საქართველო დაამატეს, ” მსოფლიო ზრდის” პროგრამის ფარგლებში კომპანიის რუკაზე ორი ახალი ქალაქი თბილისი და ბაქო  აღმოჩნდება.

მსოფლიოს სიახლეები
ევროკავშირის ქვეყნებს შეუმცირდათ რუსეთიდან გაზის მიწოდება

04/02/2012 11:04 (1 დღე 01:40 minutes ago)

euro-union1.jpg

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის წევრ რვა ქვეყანას (ავსტრიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს) შეუმცირდა რუსეთიდან გაზის მიწოდება, რაც განსაკუთრებით პრობლემურია უჩვეულოდ ძლიერი ყინვების გამო.

სტილი
ოსკარის ნომინაციები

31/01/2012 10:49 (5 დღე 01:55 minutes ago)

2012-academy-awards-oscar-poster.jpg

ფილმში „შთამომავლები,“ ოჯახის დრამა რეჟისორმა ალექსანდრე პეინმა მაღალი მხატვრული ოსტატობით გადმოსცა.

“ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები

17/01/2012 15:31 (18 დღე 21:13 minutes ago)

golden-globes-winners-2012.jpg

ოქროს გლობუსის გამარჯვებულების ვინაობა კვირას,  15 იანვარს, გახდა ცნობილი.

TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ვენეციის კომისიის მდივნის ორი კომენტარის ერთი აზრი

04/02/2012 12:42 (1 დღე 00:02 minutes ago)

“ვენეციის კომისიის”  მდი­ვნ­ის, თო­მას მარ­კერ­ტის 26 იანვრის განცხადებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქართულ მედიაში.

დაწვრილებით...
ფინანსები
„მინი კრედიტის“ მომხმარებელი პროდუქციას ინტერნეტით შეიძენს

23/01/2012 13:27 (12 დღე 23:17 minutes ago)

internet.jpg

მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია „მინი კრედიტის“ განცხადებით, ქართველი მომხმარებლის აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, იუწყება რადიო კომერსანტი.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group