| საქართველოს კალათბურთელები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან |
|
06/09/2010 11:42 (520 დღე 07:12 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში.
ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - ფიბას - აღმასრულებელმა კომიტეტმა კვირას, სტამბოლში გამართულ სხდომაზე, გადაწყვიტა, ფინალური ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24 გუნდამდე გაზარდოს. ფიბას ევროპის განყოფილების გენერალურმა მდივანმა ნარ ზანოლინმა ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ბოლო ხანს ევროპის ქვეყნებში საგრძნობლად ამაღლდა კალათბურთის დონე. „ამის დასტურია თურქეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც ათი ევროპელი მონაწილიდან ცხრამ ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა“, განაცხადა ზანოლინმა.
ფინალური ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივა ეკუთვნის ჩემპიონატის მასპინძელს - ლიტვას. ფინალურ ასპარეზობას ეს ქვეყანა 2011 წლის 3-დან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|





