| ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფიცერს მუხრან შუკვანს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ |
|
06/09/2010 17:02 (520 დღე 02:10 minutes ago) | ||||||||||||
|
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფიცერს მუხრან შუკვანს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ.
სამხედრო აეროდრომზე სამგლოვიარო ცერემონიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც ამჟამად თბილისში იმყოფებიან. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
აფეთქების გამო ორივე ქვედა კიდური დაკარგა ამავე ბატალიონის კაპრალმა ალექსანდრე გითოლენდიამ. სასწრაფო ოპერაციის შემდეგ, კაპრალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საქართველოში მისი ჩამოყვანა ჯერჯერობით შეუძლებელია.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|






