20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

„ქართული ოცნება“: იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა

27/01/2012 11:01 (113 დღე 05:13 minutes ago)

civil.ge -- მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „იძულებულია“ შეასრულოს კონტროლის პალატის „უკანონო" მოთხოვნა 1 100 000 ლარზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

“კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება“, – აღნიშნავს „ქართული ოცნება“ 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, „კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფილობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით“.

“იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კონტროლის პალატამ „ქართული ოცნება“ დაახლოებულ კომპანიასთან მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების გზით 1.1 მილიონი ლარის მიღებაში დაადანაშაულა, რაც პარტიების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. ქართული ოცნებისთვის“ 25 იანვარს გაგზავნილ წერილში პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ ამ თანხის დაბრუნებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების შესახებ გააფრთხილა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ
„სქაი ჯორჯია“ „ჩეხეთის ავიახაზების“ პარტნიორი ხდება

18/05/2012 12:05 (1 დღე 04:09 minutes ago)

-czech-airlines.jpg

„ჩეხეთის ავია ხაზები“  ქართულ ბაზარზე   „სქაი ჯორჯიასთან“  ითანამშრომლებს. ამის შესახებ რადიო კომერსანტი იუწყება.

მსოფლიოს სიახლეები
საბერძნეთში საბანკო კრიზისს ელიან

19/05/2012 10:14 (06:00 minutes ago)

დროებითი მთავრობა საბერძნეთში მუშაობას ხუთშაბათს დილით შეუდგა.

სტილი
ბრიტანელი მსახიობი მალკოლმ მაქდოუელი საქართველოში 21 მაისს ჩამოვა

18/05/2012 17:46 (22:28 minutes ago)

malcolm-mcdowell.jpg

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მალკოლმ მაქდოუელი საქართველოში 21 მაისს ჩამოვა.

ჟურნალ Forbse-ს მსოფლიოს ცნობილ ადამიანთა სიაში ჯენიფერ ლოპესი ლიდერობს

17/05/2012 16:15 (1 დღე 23:59 minutes ago)

jennifer-lopez.jpg

ჟურნალმა Forbse-მა მსოფლიო "სელებრითების" ასეული გამოაქვეყნა, რომელშიც მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა პირველი ადგილი დაიკავა.

TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (03:21 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (1 დღე 02:45 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group