
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირWელის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ისაუბრა, კერძოდ, იმაზე, თუ რატომ არის საქართველო " ინვესტორები სთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა" და "როგორ მიაღწია საქართველომ ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს".
ქვეყნის მთავარ ამოცანად გილაურმა უმუშევრობასთან ბრძოლა დაასახელა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერს შეკითხვები დაუსვეს.
გარდა ამისა, საღამოზე საქართველოში 15 ახალი მიკროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და თავად მშენებლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.
საქართველოს მხრიდან "ჯი-არ ენერჯისთან" გაფორმებულ მემორანდუმს ხელი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მოაწერა.
ნიკა გილაური დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის კლაუს შვაბის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო, დღეს კი მას რამდენიმე პირისპირ შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გახსნა.
წელს ეკონომიკურ ფორუმს 2 600-მდე პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და მეცნიერი, ასევე 40 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრება. წლევანდელი ფორუმის თემაა "დიდი ტრანსფორმაცია: ფორმირების ახალი მოდელები".
ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა. წელს ის 42-ედ იმართება.
ფორუმი, რომელიც გუშინ გაიხსნა, 29 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
Related Stories