
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის არჩევნების შესახებ დღეს
დებატები გაიმართება. დებატებში ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარების საკითხსაც დასვამს.
"ჩვენ ამ დებატებში მონაწილეობას მივიღებთ. დამოკიდებულება ცალსახაა. ყველა აღიარებს, რომ რუსეთში არჩევნები გაყალბდა, წინასაარჩევნო პერიოდიც არ იყო თავისუფალი, არჩევნების დღეს პროცედურები დარღვევით ჩატარდა. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებზე არჩევნების კონტექსტში. ასევე, გავამახვილებთ ყურადღებას იმ უკანონობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების მცდელობას ეხება",- განაცხადა ცისკარიშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 23 იანვარს გაიხსნა. სესია 23-27 იანვრის ჩათვლით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს.
ერთ-ერთ მთავარ თემად რუსეთი არჩევნები მიიჩნევა. განიხილება საკითხი "რუსეთი ორ არჩევნებს შორის".
Related Stories