| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ბიძინა ივანიშვილმა “დერ სტანდარდისთვის” მიცემულ ინტერვიუში მისი ოპოზიციაში წასვლის მოტივაციაზე ისაუბრა.
მედიანიუსის ცნობით, როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, მას და მის ოჯახს ცოტაღა აკლდათ საიმისოდ, რომ სამშობლოსთვის ზურგი შეექციათ.
“ჩემს ოჯახსა და მე ცოტაღა გვაკლდა საიმისოდ, რომ სამშობლოსათვის ზურგი შეგვექცია. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ეს მთავრობა ხელისუფლებაში არალეგიტიმური გზით მოვიდა, მე საპრეზიდენტო გუნდს დავემშვიდობე. ამის შემდეგ ვაკვირდებოდი პოლიტიკურ ბანაკებს.
ჩემთვის თვალშისაცემი გახდა ის, რომ პრეზიდენტმა ისინი ისე “დააბალანსა”, რომ ნამდვილი ოპოზიცია აღარ დარჩა. ამასთან, ჩვენს მთავრობას მთელი ქვეყანა მონოპოლიზებული აქვს. ის ეგრეთ წოდებულ სინგაპურიზაციას გეგმავს. ჩვენთან არ არსებობს თავისუფალი მეწარმეობა და ფული მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ხელისუფლებასთან დაახლოებულია. მე ერთადერთი დამოუკიდებელი მეწარმე ვიყავი და მეც მუდმივად გამადიდებლით მაკვირდებოდნენ”, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იგი გამარჯვებამდე ბრძოლას არ შეწყვეტს.
“მე უკან დასახევი გზა არ მაქვს”, - განმარტა მან.
ბიზნესმენის თქმით, მას გაეხარდა, როდესაც საქართველოს პატრიარქმა მისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატა.
“ჩვენი პატრიარქი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მე, რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ მან საჯაროდ გამოთქვა თავისი აზრი. მიუხედავად ამისა, არ მინდა ამის შეფასება. არ ვისურვებდი, რომ ეკლესია პოლიტიკა ში ჩაერიოს.”, - აღნიშნა მან.
Related Stories