20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ივანიშვილი ნატოსა და რუსეთზე

08/02/2012 11:34 (101 დღე 04:58 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

civil.ge -- მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ერთდროულად ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთთან „სწორი ურთიერთობის“ დამყარება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

"ვფიქრობ, ნატო და პროდასავლური კურსი არის ჩვენი ქვეყნის ბედი“, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში, „ნურცერთ პოლიტიკოსს ნუ ექნება იმის ილუზია, თითქოს ქართველი ხალხი შეეგუება სხვა არჩევანს... საქართველოსთვის არ არსებობს სხვა გზა, გარდა ნატოსკენ სწრაფვისა და ერთიან ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისა“.

„თუმცა, ისიც კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ბედია ის საზღვარიც, რომელიც დიდ სახელმწიფოსთან რუსეთთან გვაქვს... დღევანდელი გადმოსახედიდან მკვეთრი განცხადებაა, მაგრამ გეტყვით: მე შესაძლებლად მიმაჩნია ერთდროულად რუსეთთანაც სწორი ურთიერთობის დამყარება და ნატოსკენ სწრაფვაც“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაო გველის წინ... ჩვენ უნდა მოვახერხოთ, სწორ დროს, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში სწორად და გონივრულად გამოვიყენოთ სიტუაცია. ფაქტია, ვერც რუსეთს ვერ გადაიტანს ვერავინ იმ გეოპოლიტიკური სივრციდან, რომელშიც არის და ვერც საქართველოს შეუცვლის ადგილს ვერავინ! პირველ რიგში, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყნად უნდა ვიქცეთ, სადაც აღარ იქნება მსგავსი ავტოკრატია, რაც სააკაშვილმა მოგვახვია თავს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ დეკემბრის ბოლოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები ნატოზე, მათ შორის ის, რომ „საქართველოსთვის ნატოს ალტერნატივა არ გააჩნია“, "ხარკის მოხდას უფრო ჰგავს", ვიდრე ივანიშვილის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. ბოკერიამ ხაზი გაუსვა ივანიშვილის ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ თავდაპირველი განცხადებებს სადაც ის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებდა.

მისი თქმით, სახეზეა "გარკვეული ეროზია ძალიან ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც რამდენიმე წელია ხელისუფლებასა და ოპოზიციის ძირითად ნაწილს შორის იყო მყარი კონსენსუსი – ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნის მკაფიოდ დაფიქსირებულ ევრო–ატლანტიკურ ორიენტაციაზე."

"აქ არის, ჩემი აზრით, საგანგაშო ნიშნები“, – განაცხადა ბოკერიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ 27 დეკემბერს.

მან ასევე განაცხადა, რომ ის მოსაზრება, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველო ნატოს ვერ დაუახლოვდება, „ძალიან დიდი შეცდომაა“.

„ეს ნიშნავს ირიბად აღიარებას გავლენის სფეროსი, რომ ვიღაცას აქვს ვეტო შენს განვითარებაზე, სხვა ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს შენ რა მიმართულებით წახვალ“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ამგვარი მიდგომა ნატოში ინტეგრაციისთვის „დავარცხნილად უარის თქმას“ ნიშნავს.

„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სწორედ იმ ქვეყნებმა მოახერხეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგება მეტ–ნაკლებად, ვინც გააღწიეს ამ გავლენის სფეროდან“, – განაცხადა მან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ
„სქაი ჯორჯია“ „ჩეხეთის ავიახაზების“ პარტნიორი ხდება

18/05/2012 12:05 (1 დღე 04:27 minutes ago)

-czech-airlines.jpg

„ჩეხეთის ავია ხაზები“  ქართულ ბაზარზე   „სქაი ჯორჯიასთან“  ითანამშრომლებს. ამის შესახებ რადიო კომერსანტი იუწყება.

მსოფლიოს სიახლეები
საბერძნეთში საბანკო კრიზისს ელიან

19/05/2012 10:14 (06:18 minutes ago)

დროებითი მთავრობა საბერძნეთში მუშაობას ხუთშაბათს დილით შეუდგა.

სტილი
ბრიტანელი მსახიობი მალკოლმ მაქდოუელი საქართველოში 21 მაისს ჩამოვა

18/05/2012 17:46 (22:46 minutes ago)

malcolm-mcdowell.jpg

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მალკოლმ მაქდოუელი საქართველოში 21 მაისს ჩამოვა.

ჟურნალ Forbse-ს მსოფლიოს ცნობილ ადამიანთა სიაში ჯენიფერ ლოპესი ლიდერობს

17/05/2012 16:15 (2 დღე 00:17 minutes ago)

jennifer-lopez.jpg

ჟურნალმა Forbse-მა მსოფლიო "სელებრითების" ასეული გამოაქვეყნა, რომელშიც მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა პირველი ადგილი დაიკავა.

TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (03:39 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (1 დღე 03:03 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group