| ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა გაიმართება |
|
03/09/2010 15:24 (523 დღე 03:14 minutes ago) | ||||||||||||
|
დღეს, 3 სექტემბერს, ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ერთად, სავარაუდოდ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ც დაესწრება. წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ, ასევე განიხილება შიდა და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები. პარლამენტში საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



