მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

სახალხო დამცველი სუბელიანს შეხვდა

03/09/2010 15:45 (522 დღე 15:59 minutes ago)

civil.ge /"> civil.ge -- ბოლო პერიოდში დევნილთა გამოსახლების პროცესში არსებულ "დარღვევებზე" და არსებული სიტუაციის გამოსწორების გზებზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა 2 სექტემბერს ომბუდსმენის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია გამოსახლების პროცესში დევნილთა უფლებების დარღვევა;  ასევე  აუცილებელია დევნილთა ინფორმირებულობა გამოსახლების პროცესის თაობაზე, გამოსახლება არ უნდა მიმდინარეობდეს ქაოტურად და დევნილმა უნდა იცოდეს, თუ სად და რა პირობებში გადადის საცხოვრებლად და გადასვლის თაობაზე უნდა არსებობდეს დევნილის თანხმობა.

შეხვედრის შემდეგ სუბელიანმა განაცხადა, რომ "ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფორმირებულობის ხარისხი იყოს მაღალი“.

მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, რომ "ყველა დევნილი, დაკმაყოფილდეს ფართით, ყველა დევნილს მიეცეს თავშესაფარი, რა თქმა უნდა შესაძლებლობის ფარგლებში“, თუმცა „ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი, მეორედ სახელმწიფოსგან აღარ დაკმაყოფილდება“. 

პრესრელიზის თანახმად, ტუღუში და სუბელიანი შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველის ოფისთან და "უპასუხოდ არ დატოვებს სახალხო დამცველის არც ერთ რეკომენდაციასა და წერილს“, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი.  

ივლისსა და აგვისტოში განხორციელებული დევნილთა გამოსახლების პროცესის გამო სახალხო დამცველისა და გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის კრიტიკული პოზიციის პარალელურად, შეშფოთება გამოთქვეს ასევე ევროპის საბჭოშიც.

კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ გრინვეიმ გამოგზავნილ წერილში საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა 2009 წლის რეზოლუციით აღებული ვალდებულება, რომ მან უნდა „უზრუნველყოს ბოლოდროინდელი ან უფრო ადრინდელი კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, რათა მიიღონ თავისუფალი გადაწყვეტილება სურთ თუ არა დაბრუნება, ლოკალურად ინტეგრირება თუ განსახლება ქვეყნის სხვა ნაწილში“.

"კომიტეტის თავმჯდომარე უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა არ გააგრძელოს გამოსახლების პროცესი, ვიდრე არა მოხდება შესაბამისი სამართლებრივი საკითხების გარკვევა, გამოსახლების გამჭვირვალე პროცედურების დადგენა და არ შეიქმნება მდგრადი განსახლებისთვის საჭირო პირობები, ძირითადი სერვისების და სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის ჩათვლით,“– ნათქვამია ევროპის საბჭოს თბილისის წარმომადგენლობის მიერ 31 აგვისტოს გავრცელებულ პრეს–რელიზში, "იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით და ინფორმირებულობის გზით".

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

07/02/2012 16:41 (15:03 minutes ago)

vano-merabishvili_6361.jpg

civil.ge -- შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5–7 თებერვალს მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010”

01/02/2012 14:27 (6 დღე 17:17 minutes ago)

statistics.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010” მოამზადა.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group