მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით თებერვალში წარდგება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ახალგორში შესასვლელი წესები იცვლება

ავტორი ნინო დალაქიშვილი, გორი, ამერიკის ხმა

04/09/2010 10:52 (521 დღე 21:05 minutes ago)

 ახალგორში რომ მოხვდეთ, სამი რამაა საჭირო:

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ახალგორის მცხოვრები უნდა იყოთ და თან რუსულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული საქართველოს პირადობის მოწმობა უნდა იქონიოთ 20 ლართან ერთად, რადგან იქ შესვლა ფასიანია. თუ ამ პირობებს აკმაყოფილებთ, ახალგორში მოხვედრა პრობლემა არაა. თუმცა დე–ფაქტო ადმინისტრაციამ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე  წესების შეცვლა გადაწყვიტა. ამას ახალგორის საგუშაგოზე გამოკრული განცხადება იუწყება, რომელსაც ხელს ვალერი ვალიევი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი აწერს. სექტემბრის თვე, როდესაც ეს წესი ძალაში უნდა შესულიყო, უკვე დადგა, თუმცა ამ დრომდე ახალგორში მოხვედრა ისევე შეიძლება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

დევი ოვაშვილი, პარლამენტის დეპუტატი ახალგორდან, ამბობს, რომ ფიზიკურად ასეთი პასპორტების გაცემა ახალგორში ჯერაც არ დაწყებულა. ზურაბ ფიცხელაურს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს უჭირს იმ ადგილის დასახელებაც კი ახალგორში ასეთი პასპორტის გაცემა რომ იქნება შესაძლებელი. „ალბათ მილიცია გასცემს ასეთ საბუთს“,– ამბობს იგი. მისი აზრით, ახალგორში შესვლასთან დაკავშირებით შეცვლილი წესები შეიძლება ოქტომბრიდან შევიდეს ძალაში. თავად გამგებელი მშობლიურ  ახალგორს ახლა უკვე სტუმრის სტატუსით, ხშირად აკითხავს. თუმცა ოსური პასპორტის აღების აუცილებლობის წინაშე თუ დადგა რას იზამს, არ იცის.

კიდევ ერთი სიახლე, რაც მიმდინარე კვირას ახალგორში მოხდა, სწავლის დაწყებას ეხება. ახალგორის ხუთ სკოლაში სწავლა, რუსული კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სექტემბერს დაიწყო. ამ დრომდე იქ დაახლოებით, 100 მოსწავლეა, აქედან 45 იმ სკოლა–ინტერნატში ცხოვრობს, რომელიც ახალგორშია. ზურაბ ფიცხელაურის ინფორმაციით, სკოლა–ინტერნატი ფუნქციონირებს და პედაგოგები ხელფასებს დე–ფაქტო ადმინისტრაციიდან იღებენ.

დევი ოვაშვილი პარლამენტის დეპუტატი ახალგორიდან ამბობს, რომ ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა სარგძნობლადაა შემცირებული ამ ოკუპირებულ მუნიციპალიტეტში, რადგან იქ ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება. არ არსებობს არანაირი სამსახური, სადაც შეიძლება იქ მყოფი ადამიანი დასაქმდეს, თუ არ ჩავთვლით მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობას. ეთნიკურად ქართველისთვის ამ სამუშაოზე მოხვედრაც პრობლემებს უკავშირდება. რაც შეეხება სასწავლო ენას, ჩვენი ორივე რესპოდენტი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ქართულენოვანი სკოლა, როგორც ასეთი არ არსებობს, სწავლების ძირითადი ენა რუსულია, თუმცა ქართული სახელმძღვანელოების შეტანისა და სწავლის შესაძლებლობა შეზღუდული არაა.

დეპუტატის განცხადებით, ახალგორში ამჟამად დაახლოებით 1000 ადგილობრივი მოსახლეა დარჩენილი.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

07/02/2012 16:41 (15:17 minutes ago)

vano-merabishvili_6361.jpg

civil.ge -- შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5–7 თებერვალს მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010”

01/02/2012 14:27 (6 დღე 17:31 minutes ago)

statistics.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010” მოამზადა.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group