| კონდოლიზა რაისს 6 სექტემბერს თბილისში აღარ ელოდებიან |
|
06/09/2010 12:13 (520 დღე 05:25 minutes ago) | ||||||||||||
|
აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს 6 სექტემბერს თბილისში აღარ ელოდებიან.
იგი ბათუმის აეროპორტი დან დუბლინში გაფრინდა, წერს "ინტერპრესნიუსი", რომელიც ინფორმაციას კომპანია "კავკაზუს თრეველზე" დაყრდნობით ავრცელებს. კომპანია ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპიზიუმს მასპინძლობს. ამასთან, კომპანიისთვის უცნობია, რა მიზეზით აღარ ჩამოდის ყოფილი სახელმწიფო მდივანი თბილისში ან სად გაემგზავრება დუბლინიდან. აქამდე არსებობდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ რაისი ბათუმიდან თბილისში ჩამოფრინდებოდა. "სიმპოზიუმის მონაწილეთა გემი ბათუმის პორტში დილის 05.00 საათზე შემოვიდა.
ამის შემდეგ კონდოლიზა რაისის თვითმფრინავი დუბლინში გაფრინდა და მას თბილისში არ ველოდებით", - აღნიშნეს "კავკაზუს თრეველში". კომპანიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის მონაწილეთა შორის არ არის და საქართველოში არ ჩამოსულა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმს კომპანია "World Leaders Travel" აწყობს. სიმპოზიუმის ფარგლებში ისინი მსოფლიო ში არსებულ პრობლემბეზე მსჯელობენ.
ისინი რუსეთში, თურქეთში, საქართველოში, უკრაინა სა და აზერბაიჯანში მოგზაურობენ. პროგრამა სხვადასხვა თემაზე ლექციებსა და განხილვებს ითვალისწინებს. მოგზაურობა მოსკოვში 30 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბერს სტამბულში დასრულდება.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


