| პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ ოფიციალურად გაიხსნება |
|
06/09/2010 12:15 (520 დღე 05:58 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.
რეგლამენტის თანახმად, სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს, 7 სექტემბერს, ბიუროს სხდომით გაიხსნება. პირველი კვირა საკომიტეტო მუშაობას დაეთმობა. სესიის გახსნისას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალი კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობას შეუდგება, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მუშაობას მომდევნო კვირაშივე დაასრულებს. სესიის დაწყებისას პარლამენტში ასევე უნდა შევიდეს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
პარლამენტის საშემოდგომო სესია დეკემბრის ბოლო პარასკევს დაიხურება.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



