საქართველოში სომხურ ყავაზე მოთხოვნა პრაქტიკულად გაქრა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

აფხაზეთის ლიდერი ამბობს, რომ ქართველი დევნილების დაბრუნება „დღეს შეუძლებელია“

06/09/2010 16:33 (520 დღე 02:42 minutes ago)

სოხუმი, საქართველო – საქართველოს გამოყოფილი რეგიონის, აფახაზეთის დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნება დღეს არსებული პოლიტიკური გარემოებების ფონზე, შეუძლებელია, იუწყება „რადიო თავისუფლების“ კავკასიის ექო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

2 სექტემბერს სერგეი შამბამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ იმისთვის, რომ ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნება შესაძლებელი გახდეს, ერთი საკვანძო საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, ეს კი საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებაა.     

მისი თქმით, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე“, ეთნიკური ქართველების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.

„მათ ვისაც აფხაზეთში დაბრუნება სურს, დაბრუნდა“, – თქვა შამბამ. „მათ ვისაც სურს აფხაზეთში დაბრუნება, მაგრამ მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, ვერ დაბრუნდება, და ჩვენ ვერ მივცემთ მათ ისეთივე ყალბ დაპირებას, როგორსაც საქართველოს ხელისუფლება აძლევს“. 

შამბამ დასძინა, რომ ვიდრე საქართველოს აფხაზეთზე ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, საქართველო–აფხაზეთის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე და დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის მოგვარებაზე საუბარი რთულია.  

1989 წელს აფხაზეთში დაახლოებით 240 000 ქართველი ცხოვრობდა. მათი უმრავლესობა რეგიონიდან 1992–93 წლების ომის დროს გამოაძევეს, როდესაც პრო–მოსკოვური რეგიონი საქართველოს კონტროლს გამოეყო.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულმა–სახელმწიფო ნაურუმ.

2006 წელს, საქართველოს მეორე გამოყოფილი რეგიონი სამხრეთ ოსეთი და მოლდოვას დნესტრისპირეთი, აფხაზეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ითვლება.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

08/02/2012 16:03 (03:12 minutes ago)

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიესალმება.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010”

01/02/2012 14:27 (7 დღე 04:48 minutes ago)

statistics.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010” მოამზადა.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group