ივანიშვილი ნატოსა და რუსეთზე

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

06/09/2010 17:38 (520 დღე 01:33 minutes ago)

ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, რომელსაც ჯიმ მარშალი ხელმძღვანელობს, თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საუბრის თემები იყო უსაფრთხოება, საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობა და საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებული პრობლემები, მათ შორის მასმედიისა და პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების მდგომარეობა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო ოპერაციებში ქართველ სამხედროთა მონაწილეობის გამო, აშშ-ის ხელისუფლება ქართული დემოკრატიის ხარვეზებზე თვალს არ უნდა ხუჭავდეს. უსუფაშვილის თქმით, კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდებიან, რათა აშშ-ის ადმინისტრაციამ სწორედ იმის გამო, რომ ქართული ჯარი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს, საქართველოს მთავრობას რაიმე პრივილეგია არ მიანიჭოს. კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძე მ განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება აშშ-ისთვის მნიშნველოვანი თემაა.

 

კონსერვატორ კახა კუკავას ინფორმაციით, კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოში დემოკრატიის განვითარების მონიტორინგი იკისროს. "ეროვნული ფორუმის" ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, ამერიკელ კონგრესმენებს ესაუბრნენ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლის შედეგსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პარტნიორ სახელმწიფოში კონსტიტუციის ერთ ადამიანზე, ან ერთ პარტიაზე მორგებას და საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესის მუდმივ მონიტორინგს აპირებენ.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

08/02/2012 16:03 (03:08 minutes ago)

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიესალმება.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010”

01/02/2012 14:27 (7 დღე 04:44 minutes ago)

statistics.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010” მოამზადა.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group