მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით თებერვალში წარდგება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

რატომ ეძებენ ჩრდილო კავკასიაში ქართულ კვალს

ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლება

07/09/2010 11:14 (518 დღე 21:31 minutes ago)

ჩრდილოკავკასიაში ვითარების გამწვავება, რაც დაღესტანში მომხდარმა მორიგმა ტერაქტმა გამოიწვია, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ მომზადებულ მებრძოლთა გააქტიურებას დაუკავშირა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ინტერნეტგამოცემა „ვრემია ნოვოსტეისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა ნიკოლაი სიმაკოვმა განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე მებრძოლთა მოსამზადებელი სპეცბანაკების არსებობის შესახებ. საქართველოში რუსი გენერლის ბრალდებას აბსურდი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მორიგი ბრალდება უწოდეს. რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ტერორისტების მომზადებაში საქართველოს დადანაშაულება?

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩრდილოკავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ნიკოლაი სიმაკოვმა ინტერვიუ 6 სექტემბერს, ანუ დაღესტნის ქალაქ ბუინაღსკში მომხდარი ტერაქტიდან მეორე დღეს, მისცა. აფეთქებას სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 34 დაიჭრა. ერთი დღით ადრე ტერორისტები თავს დაესხნენ დაღესტნის მთავრობის ერთ-ერთ მინისტრს. სწორედ ამ ფონზე განაცხადა რუსმა გენერალმა, რომ უკანასკნელ დროს საქართველო შესამჩნევად გააქტიურდა:

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია სპეციალური ბანაკები მეამბოხეების მოსამზადებლად. ამ ბანაკებში თავს უყრიან ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებს, როგორც წესი, სისხლის სამართლის დამნაშავეებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც მიმალვაში იმყოფება და თავს ევროპის ქვეყნებს აფარებს. ამ ადამიანებს ამზადებენ და აგზავნიან ჩვენთან.“

რუსი გენერალი იმასაც ამტკიცებს, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დაკავებულმა ეგრეთ წოდებულმა ბოევიკებმა აღიარეს, რომ ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა ჯერ ავსტრიასა და საფრაგეთში გადაიბირეს, შემდეგ კი მოსამზადებლად საქართველოში გაგზავნეს. გენერალ სიმაკოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების სხვა წარმომადგენლების ამ და სხვა განცხადებებს ყურადღებით ეცნობა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, რომლის თქმითაც, უმძიმეს ბრალდებებს, როგორც წესი, აკლია კონკრეტული ფაქტები:

„საქართველოს ხელისუფლების, სააკაშვილი ს უგუნური პოლიტიკისადმი ჩემი დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რაც ამ განცხადებაში წერია, არის ტყუილი. რუსეთს სჭირდება რაღაც თავისი გეგმებისათვის.“

რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს? რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი ამბობს, რომ რუსეთს არ აკმაყოფილებს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება და, შესაბამისად, მის შესაცვლელად ხელსაყრელ დროს ელოდება. ფელგენჰაუერის თქმით, ასეთი დრო შეიძლება ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებასთან ერთად დადგეს, თუმცა არის სხვა ვარიანტიც:

„საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, რუსეთისთვის ყველაზე იოლი იქნება საქართველოსთან ურთიერთობის გარკვევა მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში დიდი ორომტრიალი დაიწყება, იქნება ეს ერთი თუ ორი წლის შემდეგ. ამ დროს დასავლეთს საქართველოსთვის აღარ ეცლება.“

რუსეთის სამზადისთან დაკავშირებით პაველ ფელგენჰაუერის მოსაზრებას იზიარებენ ქართველი ანალიტიკოსებიც. კავკასიის საკითხთა ექსპერტის მამუკა არეშიძის თქმით, როდესაც კრემლი საქართველოში ბოევიკების ბანაკებზე საუბრობს, როგორც წესი, არასოდეს მიუთითებს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბრალდება პროპაგანდის ნაწილია. მაინც რისთვის სჭირდება რუსეთს საქართველოს დისკრედიტაცია და უარყოფითი კუთხით წარმოჩენა?

„საფუძვლის მოსამზადებლად, რომ განახორციელოს სამხედრო ოპერაცია, სჭირდება საქართველოს იმიჯის მუდმივად გაშავება მსოფლიო საზოგადოების თვალში. საქართველო უნდა იყოს დისკრედიტაციის მუდმივ პროცესში, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა რუსეთი შეეცდება ძალა გამოიყენოს, არგუმენტი ჰქონდეს, რომ ასეთი ბანაკები არსებობს საქართველოში“, უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა არეშიძემ.

თუმცა მამუკა არეშიძე იმასაც ამბობს, რომ რუსეთის ბრალდებებს შეუმოწმებლად არც დასავლეთი გაიზიარებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვოლსკი კი სულაც ეჭვობს, რომ რუსეთი ბრალდებებს სწორედაც რომ დასავლეთის გასაგონად გამოთქვამს:

„კავკასიის, კასპიის რეგიონისთვის მიმდინარეობს ძალიან დაძაბული პოლიტიკურ-სტრატეგიული ვაჭრობა დასავლეთსა და რუსეთს შორის. სანამ ფინიშზე გავა ეს თემები (იქნება ენერგორესურსები თუ რეგიონზე სტრატეგიული გავლენა), ყველაფერი, რაც ითქმება ამ კონტექსტში, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის რუსეთის განაცხადი, რომ უკან არაფერზე დაიხევენ.“

გიორგი ვოლსკისგან განსხვავებით, თემურ იაკობაშვილი - სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში - მიიჩნევს, რომ საქართველოს დადანაშაულებით რუსეთი საკუთარი უსუსურობის შენიღბვას ცდილობს. „როგორც ჩანს, მათ საკუთარ ტერიტორიაზე ვითარების გაკონტროლების ძალა არ აქვთ", - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" თემურ იაკობაშვილმა. რუსი გენერლის განცხადებაში ახალი არაფერი დაუნახავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს დავით დარჩიაშვილს, თუმცა მას მნიშვნელოვნად მიაჩნია ყველა ბრალდებაზე დროული და შესაბამისი რეაგირება.

„რუსეთი არის საქართველოსადმი მტრული სახელმწიფო, რომლის მოხელეები შემჩნეული არიან კონკრეტულ მტრულ ქმედებებში და ამის გამო მათგან მუდმივად უნდა ველოდოთ მსგავს ბრალდებებს. შესაბამისად, როგორც საინფორმაციო ფრონტზე, ისე სხვა ინსტიტუციონალურ საქმიანობაში - თუნდაც კონტრდაზვერვაში - ნებისმიერი ასეთი გამონათქვამი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და პასუხიც უნდა მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი მეხამრიდი და შემაკავებელია რუსული არარაციონალური და აგრესიული იმპულსებისა“, უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

07/02/2012 16:41 (16:04 minutes ago)

vano-merabishvili_6361.jpg

civil.ge -- შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5–7 თებერვალს მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010”

01/02/2012 14:27 (6 დღე 18:18 minutes ago)

statistics.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური კრებული “საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2010” მოამზადა.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group