ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მარკეტინგის და ბაზრების პრობლემის არსებობას უარყოფენ

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

სააკაშვილი: ‘15-20 წელიწადია საჭირო, რომ განვითარება შეუქცევადი გახდეს’

12/05/2011 14:53 (373 დღე 01:43 minutes ago)

saakashvili-.jpg

civil.ge -- სულ ცოტა 15 წელიწადია საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს განვითარება შეუქცევადი გახდეს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სააკაშვილმა ეს განცხადება ეროვნული ბიზნესდაჯილდოების "მერკური- 2011“  ცერემონიალზე გააკეთა, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

"ეს მთავრობა ხელისუფლებაში 7 წელიწადზე ნაკლებია. ეს დრო არაფერი არ არის ისტორიული თვალსაზრისით. მენტალიტენტის გამოსაცვლელად, საჭიროა, რომ ის  მთლიანად გამოიცვალოს ყველა დონეზე. ვფიქრობ, 15-20 წელიწადი ეს არის მინიმალური ვადა იმისათვის, რომ შევიცვალოთ და შეუქცევადად დავადგეთ მდიდარი ქვეყნის გზას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ დაუშვებლად ღარიბები ვართ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"მთავარი არის ის, რომ საქართველო გადაიქცეს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ ევროპაში, რადგან, ერთის მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპული პოლიტიკური სისტემა, თავისუფლება, დემოკრატია, პოლიტიკური სტაბილურობა და, მეორეს მხრივ, ლიბერალური ეკონომიკური მოდელი, ისე როგორც სინგაპურშია,“ – განაცხადა მან.

"როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სინგაპურის მსგავსი,  არ ვგულისხმობთ პოლიტიკური თავისუფლების გაუქმებას... ჩვენი ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს ისეთივე ლიბერალური, როგორიც სინგაპურში იყო და ისევე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, როგორც ამას სინგაპურში აკეთებდნენ, მაგრამ ყოველივე ეს ეფუძნება მოქალაქეთა თანხმობას, ხანგრძლივ პოლიტიკურ პროცესს და სტაბილურობას, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეები მოგვყვებიან,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ "ჩვენ უკვე გვაქვს პოლიტიკური სტაბილურობა მტრის ყოველგვარი ხრიკების მიუხედავად“.

"და, ვფიქრობ, ამას აღარაფერი შეარყევს,“ – დასძინა სააკაშვილმა.

"ჩვენ გვაქვს განგრძობადი კურსი და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე გვაქვს კარგი, ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც ძალაში უახლოეს წლებში შევა [2013 წლის ბოლოს], რომელიც ბევრად მეტ ბალანსს ქმნის, ბევრად უფრო კოლექტიურს ხდის საქართველოს ხელმძღვანელობას და ბევრად უფრო აფართოებს საზოგადოების  ყველა წარმომადგენლის ჩართულობას,“ – განაცხადა მან.

ეკონომიკაზე საუბრისას სააკაშვილმა სამ სექტორზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, მომდევნო წლებში დასაქმების ყველაზე მეტ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. ესენია: ჰიდროენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; და ტურიზმი.

"მომავალ წელს საქართველოში მარტო გზებზე დამატებით დავხარჯავთ 700 -800 მილიონ დოლარს, ე.ი. მილიარდნახევარზე მეტ ლარს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც სხვა ქვეყნებს დასჭირდათ ევროკავშირში შესვლა - ევროკავშირში შესვლის მთავარი მიღწევა ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იყო ის, რომ მათ გაუკეთეს გზები. მართალია, ჯერ არ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ყველა მიმართულებით კარგი გზები გვექნება. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ათეულობით ათას ადამიანს დაასაქმებს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (03:43 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 05:41 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group