„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ცხინვალში ოპოზიციის საპროტესტო აქციები დასრულდა

12/12/2011 11:21 (159 დღე 05:15 minutes ago)

civil.ge -- სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერს ალა ჯიოევას და რეგიონის ყოფილ ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის შეთანხმება ჩაშლის პირას იყოს მას შემდეგ, რაც ჯიოევამ, რომელიც კოკოითის მიერ გადადგომამდე განხორციელებულმა დანიშვნებმა გააბრაზა, შაბათს საღამოს დაიმუქრა, რომ შეთანხმებაზე უარს იტყოდა და ქუჩის საპროტესტო აქციებს განაგრძობდა.  

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

დაპირისპირება, რასაც ასევე მოყვა უთანხმოებები ჯიოევას რამდენიმე ძირითად მოკავშირესთან, კვირას მოგვარდა.

შაბათს, გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე კოკოითმა რამდენიმე ახალი დანიშვნა განახორციელა მთავრობაში და საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ახალი წევრიც დანიშნა – ერთ–ერთი მათგანი ელდარ კოკოევია, რომელსაც ჯიოევასა და კოკოითს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომა მოუწია.

„კოკოითმა 10 წამში ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც 10 წელი არ უარსებია. მან რამდენიმე სხვა დანიშვნაც განახორციელა, რომელიც ჩვენი შეთანხმების დებულებებს ეწინააღმდეგება; ამრიგად, ვიტოვებ უფლებას უკან გამოვიწვიო ჩემი ხელმოწერა“, – განაცხადა ჯიოევამ შაბათს საღამოს.

ჯიოევამ ასევე დაიჩივლა, რომ მთავარი პოკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენება, რომელიც ასევე შეთანხმების ნაწილია, ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია. სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილებებს 12 დეკემბერს უყრის კენჭს.

კვირას ღამით ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას განაგრძობდნენ, რამაც უბიძგა პრემიერ–მინისტრის ვადიმ ბროვცევის ადმინისტრაციას – ამ უკანასკნელმა შეთანხმების ფარგლებში პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება იკისრა – ოპოზიცია შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაედანაშაულებინა, რომლის თანახმადაც მომიტინგეებს ქუჩის საპროტესტო აქციები უნდა შეეწყვიტათ.

ალა ჯიოევა თავის მთავარ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს კვირას რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდა, სადაც ოპოზიციის შემდგომ ტაქტიკას განიხილავდნენ. რამდენიმე მხარდამჭერმა, მათ შორის სეპარატისტული რეგიონის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ანატოლი ბარანკევიჩმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი კატეგორიული წინაამღდეგი იყვნენ, რომ შეთანხმებიდან გამოსულიყვნენ. შედეგად, ჯიოევამ შეამსუბუქა პოზიცია და მოგვიანებით კვირას განუცხადა მომიტინგეებს, რომ შეთანხმების დებულებები დაცულია და ქუჩის აქციების დასრულებისკენ მოუწოდა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება სრულად მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც პარლამენტი მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს დაამტკიცებს. ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, კვირას საღამოს მომიტინგეებმა ცინვალის ცენტრიდან კარვების აღება დაიწყეს.   

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (03:43 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 05:41 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group