
ბრიუსელში, დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნება, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი სამუშაო შეხვედრა მოლაპარაკებების ფარგლებში, ექსპერტების დონეზე უკვე 2012 წლის იანვარში გაიმართება.
ნინო კალანდაძის შეფასებით, აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რადგან საქართველოს შესაძლებლობა ექნება გახდეს კონკურენტუნარიანი და თავისი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე გაიტანოს.
"პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და დღეიდან ეს მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნილად ითვლება. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, რადგან ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ამას სერიოზული გავლენა ექნება", - განაცხადა კალანდაძემ.
Related Stories