ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

მოსამართლემ ივანიშვილის ადვოკატებს ხუთი შუამდგომლობიდან ოთხი არ დაუკმაყოფილა

12/12/2011 17:37 (158 დღე 23:01 minutes ago)

მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით დაყენებული ხუთი შუამდგომლობიდან ოთხი არ დაუკმაყოფილა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პირWელის ცნობით, მათგან ორი შუამდგომლობით ადვოკატები საქმიდან მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ.

როგორც ადვოკატები განმარტავდნენ, "მათ გააჩნიათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე ამ საქმეში ობიექტური არ არის".

"ჩვენს პოზიციას ის ფაქტი ამყარებს, რომ მოსამართლეს შინაგანი რწმენა უკვე ჩამოყალიბებული აქვს მოპასუხე მხარის მიმართ და ამასთან, არცერთი შუამდგომლობა, რომელიც ივანიშვილის ადვოკატებს საქმის სრულფასოვნად წარმართვაში დაეხმარებოდათ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, აღნიშული ეჭვის საფუძველი მოგვცა იმ გარემოებამ, რომ სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერის გაკეთების პროცესში მოსამართლე საკუთარ ხმას არ წერდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ამის უფლებას ინსტრუქცია აძლევს, მაგრამ ამ ინსტრუქციის დაკონკტერებისაგან თავი შეიკავა" - განუცხადეს "პირWელს" ადვოკატებმა.

რაც შეეხება თავად შუამდგომლობებს, ადვოკატებმა მოსამართლე შოთა გეწაძის აცილების გარდა, აუდიო- და ვიდეოჩაწერის ნებართვა ითხოვეს, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღეს.

პროცესი სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარემ საკუთარი ახსნა-განმარტება წარმოადგინა.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, ის მოსარჩელეთა პოზიციას არ ეთანხმება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა განმარტა, "სარჩელის დაკმაყოფილების არანაირი სამართლებლივი საფუძველი არ არსებობს".

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (03:45 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 05:43 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group