„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

მიხეილ სააკაშვილი - საქართველო შენდება დღეც და ღამეც

13/12/2011 11:19 (158 დღე 05:23 minutes ago)

saakashvili-.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წუხელ ბათუმში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილზე მომუშავე პერსონა ლს შეხვდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ინტერპრესნიუსის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი პირველად მშენებარე სასტუმრო "კემპინსკის" მშენებლობა ზე მივიდა. პრეზიდენტმა მოინახულა ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მშენებარე შენობა, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსება იგეგმება.


პრეზიდენტის თქმით, 35-სართულიანი ნაგებობა შავი ზღვისპირეთში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. მშენებლობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ზამთრის პერიოდში ოთხი სართულის აშენება იგეგმება და მთლიანად ობიექტი 2012 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.


მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა, ასევე, ქალაქის ისტორიული შენობა და ბათუმის ყოფილი პირველი საავადმყოფო, სადაც აჭარის მთავრობის ოფისი უნდა განთავსდეს. მიხეილ სააკაშვილი ს განცხადებით, სამთავრობო შენობები ქალაქის სიღრმეში იქნება გადატანილი, რათა ბათუმი მეტად განვითარდეს, როგორც ცენტრალურ ნაწილში, ისე - პერიფერიაში.


პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილია, რომ სამთავრობო ინსტიტუტები ქალაქის მეორე ზოლში ინაცვლებს და პირველი ზოლი მთლიანად ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაეთმობა.


მიხეილ სააკაშვილმა სამშენებლო კომპანია "ორბის" მშენებლობები დაათვალიერა. "ორბი" ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე სამ კორპუსს აშენებს, სადაც ცნობილ ადამიანებს, მათ შორის რენი ჰარლინს ბინები უკვე ნაყიდი აქვთ. შენობიდან ორი 25, ხოლო ერთი 32-სართულიანია.


"საქართველო შენდება დღეც და ღამეც, რადგან იმდენი დრო გვაქვს დაკარგული, განსაკუთრებით 90-იან წლებში, რომ ახლა ძილის დრო აღარ არის. ამიტომ, ძალიან ჩქარა ვაშენებთ და კიდევ უფრო სწრაფად ავაშენებთ. ჩვენ ახლა უკვე მივედით ისეთ ეტაპზე, რომ უმაღლესი სტანდარტები შემოვიდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (03:49 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 05:47 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group