
თბილისი, საქართველო – მილიარდერმა პოსტ-საბჭოთა საქართველოდან
მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ხელისუფლების წინააღმდეგ და დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ქვეყნის
პრო-დასავლელი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეს და “ფორბსის” სიებში აღნუსხულ მაგნატს, რომლის ქონებაც $5.5 მილიარდია, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა, ბრალი დასდო მას ოპოზიციის დარბევასა და სულ უფრო მზარდ ავტორიტარულ პოლიტიკა ში.
საქართველოს დედაქალაქის, თბილისის სასამართლომ ორშაბათს ივანიშვილის საქმის განხილვა დაიწყო.
გარდა ამისა, კვირას ივანიშვილმა დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. ის ამბობს, რომ ეს მოძრაობა გამოწვევაა სააკაშვილი ს მმართველობისთვის. ის მოითხოვს, რომ მომავალი წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს.
სააკაშვილი , რომელიც 2004 წლიდან იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, ცდილობდა საქართველო ევროპის კავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ წაეყვანა. მან მოიპოვა ნდობა ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმების გამო, მაგრამ ოპონენტები მას ბრალს სდებდნენ მედიის თავისუფლების ჩახშობაში, ოპოზიციის ჩამოშორებაში და აკრიტიკებდნენ იმას, თუ როგორ მოქმედებდა რუსეთთან 2008 წლის დამღუპველი ომის დროს.
ივანიშვილი, რომელმაც ქონება რუსეთში საბანკო და სავაჭრო ბიზნესი თ მოიპოვა, აცხადებს, რომ მხარს უჭერდა და აფინანსებდა 2003 წლის საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მეშვეობითაც მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი . მილიარდერმა განაცხდა, რომ „ქართული ოცნება“ დაძლევს იმ „ნიჰილიზმსა და პესიმიზმს“, რომელმაც დაისადგურა სააკაშვილი ს პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველებში.
ქართული ოპოზიციის ლიდერები მიესალმნენ ივანიშვილის პოლიტიკურ მისწრაფებებს და განაცხადეს, რომ დაუჭერენ მხარს მის მოძრაობას.
Associated Press
სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი
პროექტის http://foreignpress.ge
მიერ.
Related Stories