| ჟენევაში გაემგზავრა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია |
|
13/12/2011 16:39 (158 დღე 00:05 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც ხვალ გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-18 რაუნდი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის დელეგაცია კვლავ დასვამს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების და დევნილთა დაბრუნების საკითხებს.
ჟენევაში გაემგზავრნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციებიც. სააგენტოების - ”აფსნიპრესისა” და ”რეს”-ის - მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები რუსეთთან ერთად კვლავ მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ დოკუმენტს.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


