| მალე სამი პოლიტიკური სუბიეტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნებაა |
|
14/12/2011 13:49 (157 დღე 02:59 minutes ago) | ||||||||||||
|
ბიძინა ივანიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება, იუწყება ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნო.
საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები, სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, შექმნიან საარჩევნო ბლოკს. შესაბამისად, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


