„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

VOANews: ქართველი მილიარდერი მთავრობას სასამართლოში უჩივის და ოპოზიციურ მოძრაობას აყალიბებს

ავტორი VOANews

14/12/2011 14:54 (157 დღე 01:54 minutes ago)

bidzina-ivanishvili-photo-by-reuters.jpg

ქართველმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თბილისის სასამართლოში მთავრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან ოქტომბერში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილს საფრანგეთის პასპორტიც აქვს, მთავრობამ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ორშაბათს, თბილისში გამართულ სასამართლო პროცესზე ივანიშვილის საქმე განიხილებოდა. მისმა ადვოკატმა გვაუწყა, რომ მოთხოვნა სასამართლოს თავმჯდომარის შეცვლის თაობაზე უარყოფილ იქნა. სასამართლომ შემდეგი მოსმენა 20 დეკემბერს დანიშნა.

საქართველოს მთავრობის განცხადების თანახმად, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მიენიჭა. ამ დროისთვის მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. 2009 წელს კი ივანიშვილმა ფრანგული პასპორტი მიიღო და ამით დაარღვია საქართველოს კანონი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობას კრძალავს.

კვირას პოლიტიკა ში ახლად ჩართულმა მილიარდერმა ახალი სახლახო მოძრაობა „ქართული ოცნება“ დაარსა და შეკრება გამართა. ღონისძიებას რამდენიმე ათასი მხარდამჭერი, ყოფილი მინისტრები, ოპოზიცურად განწყობილი პოლიტიკოსები, ხელოვნების დარგის მოღვაწეები და სპორტსმენები დაესწრნენ.

სიტყვის წარმოთქმისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს მოძრაობა პრო-დასავლელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ს ხელისუფლებისთვის გამოწვევაა. მან თქვა: “ხელისუფლებამ სრულად ამოწურა ყველა საშინაო და საგარეო კაპიტალი და იქცა მთავარ ხელშემშლელ ძალად ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე.“ მან ასევე დასძინა, რომ „დადგა დრო, ერთად ავაშენოთ ქართული ოცნება“.

სააკაშვილი , რომელიც 2004 წლის იანვარში, რამდენიმე თვიანი ქუჩის პროტესტების შემდეგ, დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისთვის იბრძოდა. მან ჩაატარა ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები, მაგრამ ოპონენტები ხშირად სდებენ ბრალს ანტიდემოკრატიულ პრაქტიკებში და აცხადებენ რომ, პრეზიდენტმა 2008 წელს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან წამოწყებული ომი ძალიან ცუდად წარმართა.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (03:55 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 05:53 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group