| ეშტონი: საქართველოს შესახებ ევროკავშირი–რუსეთის სამიტზე იმსჯელებენ |
|
14/12/2011 15:38 (157 დღე 01:11 minutes ago) | ||||||||||||
![]() civil.ge -- საქართველო იმ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს შორის იქნება, რომლებიც ბრიუსელში 14–15 დეკემბერს ევროკავშირი–რუსეთის სამიტზე იქნება განხილული, განუცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ევროპარლამენტარებს სამშაბათს.
„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის ჩართვას საქართველოს საკითხში, სადაც რუსეთს კვლავ შესასრულებელი აქვს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს და სექტემბრის შეთანხმებებით აიღო“, – განაცხადა მან სტრასბურგში ევროპარლამენტში ევროკავშირი–რუსეთის მომავალი სამიტის შესახებ საუბრისას.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



