"ამნესტი ინტერნეიშენალი" სამხრეთ კავკასიაში ჰომოფობიის პრობლემას ეხმაურება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დღეს პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

15/12/2011 12:31 (156 დღე 04:19 minutes ago)

grigol-vashadze_copy_copy.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დღეს გაიმართება მინისტრ გრიგოლ ვაშაძისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის უილიამ ჰეიგის შეხვედრა.


ასევე, დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის შეხვედრები დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან დევიდ ლიდინგტონთან, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ოტავეისთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯეიმს არბუტნოტთან, დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან მალკომ რიფკინდთან, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან დენის მაკშეინთან და საგარეო საქმეთა ჩრდილოვან მდივანთან დაგლას ალექსანდერთან.


შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი.


ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებათა სამეფო ინსტიტუტში.


მინისტრის ვიზიტის პარალელურად, ლონდონში გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (03:57 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 05:55 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group