20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განიხილება

15/12/2011 15:48 (156 დღე 01:05 minutes ago)

bidzina-ivanishvili-reuters.gif

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პირWელის ცნობით, ამის შესახებ ბერძენიშვილმა დღეს ინტერნეტ-ტელევიზია "ITV"-ს მედია-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

"რესპუბლიკური პარტია" ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული და რეფორმების პარტიის სრულუფლებიანი წევრია. ამ პარტიის შეკრებაზე ჩვენი პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი დააყენა. ევროპელი პარტნიორები დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემებით და ევროკავშირის წარმომადგენლობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომასა და ევროპარლამენტის მოსალოდნელ სხდომაზე შიდაპოლიტიკურ საკითხად იქნება ინიცირებული", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, "ივანიშვილისთვის მოქალქეობის არაღდგენის შემთხევაში ისეთი პარტია შეიქმნება, რომელიც ბიზნესმენის იდეების გამტარებელი იქნება".

"ვიმედოვნებ, რომ ბიძინა იავანიშვილს მოქალქეობა და არჩევნებში მონაწილების უფლება მიეცემა. საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეობას ისე არიგებს, როგორც თავის დროზე ივანიშვილი - მოწყალებას. უცხოელი თუ ქართველო ექსპერტები თუ პოლიტოლოგები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო იყო, მაგრამ თუ ხელისუფლება ამას არ გაითვალისწინებს და მსოფლიო ს თვალში "შეცდომაში გაჯიუტებას" აპირებს, გარწმუნებთ, რომ კანონის დარღვევის გარეშე სხვა საშუალება მოიძებნება და ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც იქნება. შეიქმნება ისეთი პოარტია, რომელიც ივანიშვილის იდეების გამტარებელი იქნება. ხალხს არ შეეშლება, რომ მიხვდეს, თუ რომელი პარტია მოსწონს ივანიშვილს და არჩევნებშიც ის პარტია გაიმარჯვებს, რომელსაც ბიზნესმენის სიმპათია ექნება", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ "ხელისუფლება შეცდომას არ დაუშვებს და ივანიშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, წინააღმდეგ შემთხევაში მას პრობლემა ხალხის დიდ ნაწილთან შეექმნება".

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხემოწერები გროვდება და ხელმოწერათა რიცხვი მილიონამდე ავა. მილიონი ქართველი მზადაა, ივანიშვილს მოქალაქეობა და არა ხმა აჩუქოს, მაგრამ თუ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას უგულებელყოფს, მაშინ მილიონი ქართველი ბიზნესმენს უკვე ხმასაც აჩუქებს", - დასძინა ბერძენიშვილმა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:00 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 05:58 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group