კიევში საქართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერებმა ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი გახსნეს

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება

16/12/2011 15:17 (155 დღე 01:38 minutes ago)

grigol-vashadze_copy_copy.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გრიგოლ ვაშაძის შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანთან უილიამ ჰეიგთან, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან დევიდ ლიდინგტონთან, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ოტავეისთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯეიმს არბუტნოტთან, უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან მალკომ რიფკინდთან, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან დენის მაკშეინთან და საგარეო საქმეთა ჩრდილოვან მდივანთან დაგლას ალექსანდერთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანს ბრიტანეთის მთავრობის მიერ როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე საქართველოს მიმართ გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.


თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ბრიტანული მხარის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან ხაზი გაუსვა ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები.


გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. გრიგოლ ვაშაძემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების, ეკონომიკური რეფორმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და რეგიონში ვითარების შესახებ.


ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლა დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებათა სამეფო ინსტიტუტში (Royal United Institute for Defence and Security Studies).
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, 15 დეკემბერს ლონდონში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.


შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად პრიორიტეტებს და შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის პროცესს. ბრიტანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და დეტალურად იქნა განხილული საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობაზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:02 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:00 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group