ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

მერაბიშვილი იორდანიაში

ავტორი ნეტგაზეთი

16/12/2011 17:13 (154 დღე 23:45 minutes ago)

vano-merabishvili_6361.jpg

იორდანიის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ალ რაუდიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ – ივანე მერაბიშვილმა, ქალაქ ამანში ხელი მოაწერეს სამოქალაქო თავდაცვის კრიზისული მართვის შესახებ ერთობლივი თანამშრომლობის შეთანხმებას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ალ რაუდის თქმით, ამანსა და თბილისს – სხვა ტიპის შეთანმხმებებიც აქვთ გაფორმებული, ორმხრივი კავშირის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით:

"ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას 2010 წელს, მიმდინარე წლის დასაწყისში კი – შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ ჯანდაცვის, ტურიზმის, ვაჭრობის, მეცნიერების, კულტურის, განათლების სფეროებში," – განაცხადა მან.

მისივე თქმით, იორდანიის სამეფოს სამოქალაქო თავდაცვის განყოფილებას აქვს კრიზისებისა და სტიქიური უბედურებების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილება. ხელისუფლების მიერ დაფუძნებულია სამოქალაქო თავდაცვის რეგიონული ცენტრი, რომელიც თანამშრომლობს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. აღნიშნული ცენტრი ამუშავებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სიახლეების, ტექნიკური საკითხების შესახებ მონაცემთა ბანკს.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც არაერთხელ აღმოჩნდა ბუნებრივი და ხელოვნური კრიზებისა და კატასტროფების წინაშე, გაიზიარებს იორდანიის გამოცდილებას სამოქალაქო თავდაცვისა და კრიზისების მენეჯმენტის საკითხებში.

"იორდანიას ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ის არაერთხელ დახმარებია სხვა ქვეყნებს სხვადასხვა ტიპის კრიზებისა და უბედურებების მართვაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობასა და კავშირებს," – განაცხადა მერაბიშვილმა.

საქართველოს შს მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ მისი უწყება იმუშავებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ორი ქვეყნის მოქალაქეების უვიზო გადაადგილების შესახებ იორდანიასა და საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდასა და ხალხს შორის ინფორმაციის გაცვლას ორი ქვეყნის კულტურის შესახებ.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:05 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:03 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group