civil.ge -- მომავალ პარლამენტში დეპუტატების საერთო რაოდენობის გაზრდის გეგმაზე უარის
თქმის შემდეგ, მმართველი პარტია და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ
19 დეკემბერს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს და პარტიული სიით არჩეულ
დეპუტატებს შორის მანდატების გადანაწილება შეცვალონ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ახალი შეთანხმების თანახმად, მაჟორიტარული დეპუტატების რაოდენობა არსებული 75–დან 73–მდე შემცირდება, ხოლო პარტიული სიით არჩეული დეპუტატების რაოდენობა არსებული 75–დან 77–მდე გაიზრდება.
ახალი შეთანხმების სხვა ძირითადი პუნქტები:
პროპორციული სისტემით ადგილების განაწილების წესის შეცვლა; ახალი შეთანხმების თანახმად, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი ავტომატურად შეიყვანს თავის 6 წევრს პარლამენტში 5%–იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ 5%–იანი ბარიერის გადალახვა პარტიას ან ბლოკს საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ავტომატურად აძლევს, რადგანაც ამისთვის სულ ცოტა 6 დეპუტატის ყოლაა საჭირო.
2013 წლის ბოლოდან საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად უფრო მაღალი ზღვარის დაწესება. შეთანხმების თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილება იქნება ინიცირებული, რომლის თანახმადაც უმრავლესობის სამი–მეოთხედი, ნაცვლად ახლანდელი ორი–მესამედისა, იქნება საჭირო 2013 წლის 1 დეკემბრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო, ნაცვლად ამჟამინდელი 100 დეპუტატისა.
ფაქტიურად, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით არჩეული დეპუტატების რაოდენობის ცვლილება იმ ორი მაჟორიტარული მანდატის გაუქმების შედეგია, რომლებიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მდებარე ორი ერთმანდატიანი ოლქისთვის იყო გათვალისწინებული.
პარლამენტის ამჟამინდელ 75 მაჟორიტარ დეპუტატს შორის ორი 2008 წლის მაისში ლიახვის და ახალგორის ოლქებში არჩეული დეპუტატები არიან. ეს ორი ოლქი აგვისტოს ომამდე თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა. საარჩევნო სისტემიდან ამ ორი ოლქის ამოღება ვაკანტურ ადგილებს შექმნის პარლამენტში, რომლებიც პარტიული სიით არჩეული დეპუტატებით შეივსება.
ეს ახალი შეთანხმება ასევე იმას ნიშნავს, რომ აღარ განხორციელდება თავიდან დაგეგმილი ყველაზე მსხვილი ერთმანდატიანი ოლქების დაყოფა, რითიც შენარჩუნდება ერთმანდატიან ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ არსებული დიდი უთანასწორობა. ვენეციის კომისია უკვე დიდი ხანია ითხოვს თანაბარი რაოდენობის ერთმანდატიანი ოლქების უზრუნველყოფას რათა ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობა იქნეს გარანტირებული, ანუ არ ხდებოდეს ისე რომ, მაგალითად, პატარა ოლქში დარეგისტრირებული ექვსი ათასი ამომრჩეველიც და ასი ათასიანი, ან უფრო დიდი, ოლქიც, ორივე ერთ დეპუტატს ირჩევდეს.
Related Stories