კიევში საქართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერებმა ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი გახსნეს

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ივანიშვილის მოქალაქეობაზე მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

20/12/2011 10:58 (151 დღე 06:06 minutes ago)

bidzina-ivanishvili-reuters.gif

დღეს, 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესია დაგეგმილი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სასამართლომ  პრეზიდენტ სააკაშვილი ს იმ ბრძანებულების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილ-ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.

ივანიშვილ-ხვედელიძის ადმინისტრაციული სარჩელის მოპასუხე მიხეილ სააკაშვილი ა. საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე შოთა გეწაძემ 12 დეკემბერს დაიწყო. მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში ხუთი ადვოკატი იცავს: შალვა თადუმაძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და არჩილ კბილაშვილი.

12 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა არაერთხელ დააყენეს მოსამართლის აცილების საკითხი, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ შოთა გეწაძე აღნიშნული სარჩელის განხილვისას მიკერძოებულია. ამ მოსაზრებას ადვოკატები იმით ამყარებენ, რომ მოსამართლემ მათი შუამდგომლობების დიდი ნაწილი არ დააკმაყოფილა, გარდა ამისა, როცა მოსამართლე შუამდგომლობაზე საკუთარ უარს ასაბუთებდა, დარბაზში ხმის ჩამწერ მოწყობილობას თიშავდა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა მას მოსთხოვეს, განემარტა თუ რის საფუძველზე თიშავდა ხმის ჩამწერ მოწყობილებას. მოსამართლე შოთა გეწაძემ მათ განუცხადა, რომ მას ამის უფლება კანონით ჰქონდა, თუმცა, სამართლებრივი ნორმა არ დაუკონკრეტებია, რაც ასევე გახდა ადვოკატთა პროტესტის მიზეზი.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებით 11 ოქტომბრის ბრძანებულება უკანონოდ გამოსცა, რის გამოც მის გაუქმებას ითხოვენ. მათ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება მოპასუხე - პრეზიდენტი სააკაშვილი .

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:11 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:09 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group