
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით
კონსულტაციების დაწყებას მიესალმება. ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ
ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მანჯგალაძის განცხადებით, პროცესში უმრავლესობა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, კონსულტაციები, რომელიც საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას უკავშირდება, უმნიშვნელოვანესია, რათა ორივე მხარემ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორედ დიალოგი არის ის საშუალება, რომლითაც შესაძლოა, მიღწეული იყოს შეთანხმებები, რომელიც გაამყარებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული და თავისუფალი კონკურენციის პირობებში ჩატარების შესაძლებლობას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
Related Stories