ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საარჩევნო კოდექსზე

ავტორი ოთო დალაქიშვილი, ნეტგაზეთი

20/12/2011 16:38 (151 დღე 00:28 minutes ago)

ვენეციის კომისიამ საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების მიუხედავად, რჩება საკითხები, რომლებიც კვლავ უმისამართო და მოუგვარებელია. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუთმოს დამატებითი ყურადღება შემდეგი საკითხების განხილვას:

    საარჩევნო ოლქების ისეთი სახით ფორმირება, რომელიც ძირს უთხრის თანაბარ პირობებში ხმის მიცემის შესაძლებლობას;
    დარჩენილია ხარვეზები პოლიტიკური პარტიების კამპანიის დაფინანსების რეგულირების საკითხში;
    ხარვეზებია საარჩევნო საჩივრების მოგვარების პროცესში;
    არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის შეზღუდვა, ზედმეტად ხანგრძლივი რეზიდენტობის მოთხოვნით.

ვენეციის კომისია ცესკოს აძლევს რეკომენდაციას, მოხერხდეს საოლქო უბნების იმგვარად ფორმირება, რომ არ დაირღვეს თანასწორობის პრინციპი სხვადასხვა ოლქს შორის და მოხდეს ხმის მიცემა თანაბარ პირობებში. საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობა და დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია არათანაბარია. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა მერყეობდა 6 000–დან 160 ათასამდე.

ვენეციის კომისია დასკვნაში რეკომენდიაციას იძლევა, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებს არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება შეეძლოთ.

“ვენეციის კომისია გირჩევთ, შეცვალოთ მე–3 მუხლი, რათა გამოირიცხოს არჩევნებში მხოლოდ იმ პირთა მონაწილეობა, რომლებსაც კრიმინალური დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასეთი დანაშაული (ანუ რაც აუკრძალავს პატიმარს არჩევნებში მონაწილეობას) კანონში უნდა განისაზღვროს, რათა მოხდეს შემდგომში ნებისმიერი ეჭვის თავიდან აცილება. დანარჩენ პირებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებს, უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება. ეს არის მისასალმებელი ცვლილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შესაბამისად” – აღნიშნულია  ანგარიშში.

დასკვნაში ასევე ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვაზე, რაც წინა არჩევნებზე ნათლად გამოიკვეთა.

“ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებმა აჩვენა, რომ საქართველოში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს პრობლემა გამჭვირვალობის ნაკლებობასა და საარჩევნო კოდექსში სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ბუნდოვან კავშირებს უკავშირდება. ჩვენი რეკომენდაციაა, შესწორდეს და გადაიხედოს საარჩევნო კოდექსში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. GRECO-ს (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) ანგარიშშიც ნათლად არის აღნიშნული ეს პრობლემა და იძლევა რეკომენდაციას, რათა აღიკვეთოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება,” – ნათქვამია დასკვნაში.

უცხოელი მოქალაქეებისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შეზღუდვა ვენეციის კომისიის შეფასებით კვლავ რჩება ერთ–ერთ პრობლემურ საკითხად ქართული საარჩევნო კოდექსის პროექტში. კომისიის დასკვანში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეზღუდავა უცხოელი მოქალაქეებისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესახებ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 და მე–11 მუხლებს(უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ). ამიტომაც ვენეციის კომისია მოითხოვს, მსგავსი აკრძალვა ამოღებული იყოს საარჩევნო კოდექსიდან.

რაც შეეხება პარტიების ფინანსების მონიტორინგის საკითხს, ამასთან დაკავშირებით კომიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ნათლად განისაზღვროს როლი და პასუხისმგებლობები ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის, რომელიც დააკვირდება კამპანიის ფინანსების განკარგვას. ფინანსური მონიტორინგის ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ აიძულოს საარჩევნო კამპანიაში ჩართული პარტია, წარუდგინოს შესაბამისი ქვითრები, ინვოისები, საბანკო განცხადებები და  ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ფინანსური ანგარიშების სისრულესა და სიზუსტეს უზრუნველყოფს.

 

netgazeti.ge 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:13 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:11 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group