აქციების პირველადმა განთავსებამ Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესად აქცია

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ნიკა გილაური: "საქართველოს და აზერბაიჯანს ექსკლუზიური და განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვთ"

20/12/2011 16:51 (151 დღე 00:16 minutes ago)

nika-gilauri2.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, "საქართველოს და აზერბაიჯანს ექსკლუზიური და განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვთ".

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

პირWელის ცნობით, ამის შესახებ გილაურმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ "ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობებია".

"საქართველო-აზერბაიჯანს შორის განსაკუთრებული ტემპებით იზრდება ვაჭრობა და ტურიზმი. ვქმნით რეგიონულ დერეფანს, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს. ჩვენ ერთად განვახორციელეთ ისტორიული რეგიონული პროექტები, კერძოდ "ბაქო-თბილის-ჯეიჰანი" და "ბაქო-თბილისი-ერზერუმი". ასევე "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზის პროექტს ვახორციელებთ და მუშაობა პროექტ AGRI-ს განხორციელებაზე მიდის, რომელიც საქართველოს გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს", - განაცხადა გილაურმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ ეკონომიკური კომისიის სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სამომავლო პროექტები იქნა დასახული.

"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქმეებს, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, მაგრამ ცხოვრება მოითხოვს, მომავალზეც ვიფიქროთ და ახალი პერსპექტივები დავსახოთ. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები სხვებისთვის სამაგალითოა და ასეთი შეხვედრების შედეგად კიდევ უფრო ღრმავდება", - განაცხადა რასიზადემ.

ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ კომისიის ოქმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

დღესვე აზერბაიჯანის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძვანელობით საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:14 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:12 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group