„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

21/12/2011 12:41 (150 დღე 04:30 minutes ago)

ერთ-ერთი  საკითხი, რომელსაც მანანა მანჯგალაძე ტრადიციულ ბრიფინგზე შეეხო, საქართველოს  პარლამენეტში განახლებული კონსულტაციები იყო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, მისი თქმით, საქართველოს   პრეზიდენტი მიესალმება კონსულტაციების დაწყებას, მით უფრო, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის  წარმომადგენლები.

„კონსულტაციებში, რომლებიც  საარჩევნო კოდექსში ცვლილებების  შეტანას  უკავშირდება, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები,  რომლებიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორედ დიალოგის საშუალებით შეიძლება მიღწეული იყოს ის შეთანხმებები, რომლებიც გაამყარებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების    დემოკრატიულ და თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამართვის შესაძლებლობას“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება იმ საკითხზეც გაამახვილა, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს. კერძოდ მან ჰოსპიტალური სექტორის  რეფორმის თაობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროს განვითარების პროცესი მთელი  საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

„დაპირებისამებრ, საქართველოს  მთავრობა თვის დამლევამდე დაასრულებს დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში 30 საავადმყოფო გაიხსნება. უახლოეს მომავალში ახალი კლინიკები შეემატება ჭიათურას, წყალტუბოსა და სტეფანწმინდას, ასევე ჰოსპიტალი  ამოქმედდება  ბაკურიანსა და ცაგერში. ახალი საავდმყოფოები შევა  ექსპლუატაციაში ასვე აჭარაში“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. 

ამას გარდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ეს პროცესი მომავალი  წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. მისი თქმით, მთავარ ამოცანად  თავისთავად რჩება   ხელმისაწვდომობა,  ხარისხი  და კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა.

პრესსპიკერი ბიუჯეტის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2012 წლის ბიუჯეტში    გაითვალისწინებულია პრეზიდენტის ინიციატივები. კერძოდ, 2012  წლის  სექტემბრიდან  ორი ძალზე მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ამოქმედდება  სახელმწიფო დაზღვევის პაკეტები. ჯანმრთელობის დაზღვევას, ერთი მრივ, 67 წელს გადაცილებული ადამიანები მიიღებენ და ეს იქნება საპენსიო პაკეტის ნაწილი და, მეორე მხრივ, ეს არის მოზარდდთა ჯგუფი, რომლებიც ასევე სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს. მანჯგალაძის თქმით, ამ ინიციატივის შედეგად,  ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე, მოსახლოების, თითქმის, 50 პროცენტი დაზღვეული  იქნება.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ახალ პროგრამაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 21 დეკემბრიდან დაიწყება  სასოფლო სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოებისთვის 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგება.

„ხელისუფლება შორის არის იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისი თანხაა სასოფლო სამეურნეო სამუშაობის წარმოებისთვის. თუმცა, ასეთ დროს, ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მცირედი დახმარება და თანდგომა, ვფიქრობთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანიც სწორედ ეს არის - შეიქმნას საფუძველი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც, თავის მხრივ, ადგილობრივი წარმოების  განვითარების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ვაუჩერები დარიგდება  გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ამ ეტაპზე, ვაუჩერს 800 ათასამდე ოჯახი მიიღებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ევროპის  სახალხო პარტიის პრეზიდენტის  ვილფრიდ მარტენსის  საქართველოში ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან  აღნიშნა, ვილფრიდ მარტენსის განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და ევროპის დაახლოება შეუქცევადი პროცესია.

„ევროპის სახალხო პარტია წარმოადგენს ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ ოჯახს, რომელშიც ევროპული ქვეყნების ლიდერები და მმართველი პარტიებია გაწევრიანებული. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ევროპული ოჯახის წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრობაც“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერი ასევე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს იმ ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, რომელიც მოჰყვა რუსეთის აგრესიას, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას. იმედს  გამოვთქვამთ, რომ  ქართული მხარე,  საბოლოოდ,  შეძლებს მნიშვნელოვანი შედეგების მიღებას. ამ ეტაპზე ეს არის კონკრეტული წარმატება,    რომლის მიღწევაც სიმართლისათვის ბრძოლაში შევძელით. ევროპული  მართლმსაჯულება  მოწოდების  სიმაღლეზე აღმოჩნდა და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქმის არსებითი განხილვა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას რეაგირება მოახდინოს იმ ქმედებებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ – საოკუპაციო  ხელისულფლებამ  აგრესიის შედეგად განახორციელა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

დაბოლოს, მანანა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის სახელით მწუხარება გამოთქვა ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის - საქართველოს უდიდესი მეგობრის, ჭეშმარტად დიდი ევროპელის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, უდიდესი  ჰუმანისტის გარდაცვალების  გამო. 

„საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ ვუცხადებთ  სამძიმარს ჰაველის ოჯახის წევრებს და თანავუგრძნობთ ჩეხ ხალხს“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:18 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:16 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group