20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ომბუდსმენის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა

ავტორი ნეტგაზეთი

22/12/2011 15:38 (149 დღე 01:37 minutes ago)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლი და მე–19 (რწმენის თავისუფლება) მუხლის პირველი და მე–3 პუნქტები, ვინაიდან „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე–2 მუხლის მე–2 პუნქტი) გამორიცხავს რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე, ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას. მას მიაჩნია, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მსგავსად, წარმოშობს ადამიანის რწმენით განპირობებულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ლეგიტიმურ საფუძვლებს.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლება მოიცავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ განცხადების უფლებას - საკუთარი რწმენის, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესაბამისად თქვას უარი სამხედრო სამსახურზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულება ალტერნატიურლი (არასამხედრო) შრომითი სამსახურით ფორმით მოიხადოს. სადავო ნორმა აიძულებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს იმოქმედოს საკუთარი რწმენის, რელიგიური და ეთიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, რაც რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ამკრძალავი (კონსტიტუციის მე-14) მუხლი ითხოვს კანონმდებლისგან, რომ მან დაიცვას თანასწორობის ძირითადი პრინციპი: არ დაუშვას უთანასწორო მოპყრობა თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ; ასევე არ მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არ ითვალისწინებს სხვადახვა რწმენის, შეხედულებების, ეთნიკურ, სოციალურ, სქესობრივ ჯგუფებს შორის არსებულ განსხვავებებს და მათი მიმართ თანაბარ მოთხოვნებსა და ვალდბულებებს ადგენს.

სადავო ნორმა, რომელიც არ ითვალისწინებს გამონაკლისებს იმ პირების მიმართ, ვისაც რელიგიური თუ ეთიკური შეხედულებებიდან გამომდინარე სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა გააჩნიათ,  არღვევს დისკრიმინაციის ამკრძალავი (კონსტიტუციის მე-14) მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად, კონსტიტუციის მე–14 მუხლის, ასევე, მე–19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით, რამდენადაც ის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებას აწესებს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:22 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:20 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group