
ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიების დაფინანსების საკითხთან
დაკავშირებით 20 დეკემბერს ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრის, დეპუტატ
გიიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო თხოვნის შემდეგ, პარლამენტმა მთავარი
პროკურორისგან მურთაზ ზოდელავასგან შესაბამისი ინფორმაცია მიიღო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია დღეს გიორგი ცაგარეიშვილმა გააცნო.
მურთაზ ზოდელავას მიერ პარლამენტისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, თუ რა დაფინანსება მიიღეს 2011 წლის ნოემბერ-დეკემბრში ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალმა პარტიებმა.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, პარტიებზე თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის პარტიას” დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: სს “ბანკი ქართუ” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვის”-21 – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი, შპს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი; შსპ “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი” - 100 000 ლარი; შპს “კალა კაპიტალი” – 100 000 ლარი, შპს “კოლხეთი” – 100 000 ლარი;
კონსერვატიული პარტია – შპს “კომპლექს-სერვისი” – 100 000 ლარი; სს ბანკი “ქართუ” – 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” - 100 000 ლარი; სს “ქართუ ჯგუფი” - 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” - 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი” - 100 000 ლარი; შპს “ქართუ მენეჯმენტი” - 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” - 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი-21” - 100 000 ლარი; შპს “კოლხეთი” - 100 000 ლარი; შპს “კალა კაპიტალი” - 100 000 ლარი. კონსერვატიულმა პარტიამ აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღო.
საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით კი ჩამონათვალი ასეთია: მათ მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღეს – სს “ბანკი ქართუდან” - 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” - 100 000 ლარი; შპს “კომპლექსერვისი” – 100 000 ლარი; სს “ქართუ ჯგუფი” - 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” - 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსი” 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” - 100 000 ლარი; შპს “ქართუ მენეჯმენტი” - 100 000 ლარი, შპს “ქართული ჰოლდინგი” - 100 000 ლარი. რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის მიერ დეკემბერში მიღებულ დაფინანსებას; მათ მიმდინარე წლის დეკემბრში შპს “კალა კაპიტალისგან” და შპს “კოლხეთისგან” 100 000-100 000 ლარი მიიღეს.
პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატების” დაფინანსება კი ასეთია: 100-100 ათასი ლარი მიიღეს ბანკი “ქართუსგან”; სს “ქართუ ჯგუფისგან”; შპს “ფინსერვისგან”; შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსისგან”; შპს “ელიტა ბურჯისგან”; შპს “ქართული მენეჯმენტისგან”; შპს “ქართული ჰოლდინგისგან”, ხოლო დეკემბერში “თავისუფალმა დემოკრატებმა” 100 000-100 000 ლარი შპს კალა “კაპიტალის” და შპს “კოლხეთისგან” მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა სამართალდამცავებს სადეპუტატო თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც დეპუტატმა გია თორთლაძემ ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიები რუსული ფულის მიღებაში დაადანაშაულა.
Related Stories