20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ალტერნატიული ვარიანტი გადაეცა

ავტორი ოთო დალაქიშვილი, ნეტგაზეთი

23/12/2011 16:06 (148 დღე 01:10 minutes ago)

იურისტებისა და მედიის წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ ვარიანტი, სახელწოდებით “მედია და არჩევნები” განსახილველად გადასცა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შემუშავებული კანონპროექტის ავტორები ვახტანგ ხმალაძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ელისო ჩაფიძე და ალექსანდრე ბარამიძე არიან.

მედია ექსპერტ ზვიად ქორიძის განცხადებით, დღეს გადასცეს პარლამენტს მათ მიერ მომზადებული რეკომენდაციები და ის იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება ამ ცვლილებების საარჩევნო კოდექსში გათვალისწინება. 

“დღეს მიმდინარეობს პარლამენტის რიგგარეშე მეორე სესია, სადაც კვლავ განიხილავენ საარჩენო კოდექსის ცვლილების საკითხებს. ჩვენ წარვუდგინეთ საკანონმდებლო ორგანოს ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელშიც განსაზღვრულია მედიის როლი წინასაარჩევნოდ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დიდ დაინტერესებას ჰპოვებს პარტიებში და მოხდება მისი ასახვა ახალ საარჩევნო კოდექსში. 

ამ პაკეტში შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მედია მონიტორინგის საბჭოს შექმნა,  უფასო და ფასიანი რეკლამების საკითხი, ასევე დებატები ტელეარხებზე, ანუ იმ პრობლემებს, რაც წინა არჩევნებზე სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენდა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ქორიძემ. 

საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციების ცალკეული საკითხები:

    არჩევნების დანიშვნიდან მისი შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე უნდა აიკრძალოს საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მონაწილეობა მაუწყებლის ყველა პროგრამაში, გარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამებისა;


    კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში;


    კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში ე.წ. მთავარ მოვლენებზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა, ამასთან, ერთი ასეთი სუბიექტისათვის მთავარ მოვლენაზე ან დღის მნიშვნელოვან სხვა საკითხზე კომენტარის გაკეთების შეთავაზების შემთხვევაში კომენტირება შესთავაზოს დანარჩენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსაც;


    არჩევნების დანიშვნიდან მისი შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე უნდა აიკრძალოს მაუწყებლის ახალი ამბების პროგრამაში ისეთი სიუჟეტის ჩართვა, რომელიც დაკავშირებული არ არის საარჩევნო კამპანიასთან და რომელშიც ნაჩვენები ან/და ნახსენებია საარჩევნო სუბიექტი/სუ-ბიექტობის კანდიდატი, მისი დასახელება, ან/და რიგითი ნომერი. (“ფარული” პოლიტიკური რეკლამა)


    უნდა აიკრძალოს ახალი ამბების პროგრამის გაწყვეტა წინასაარჩევნო რეკლამით/აგიტაციით.


    უფასო რეკლამასთან ერთად უნდა იყოს ფასიანიც.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:23 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:21 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group