20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

სააკაშვილი უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს

26/12/2011 15:42 (145 დღე 01:39 minutes ago)

saakashvili3.jpg

civil.ge -- პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 25 დეკემბერს, რომ ეთნიკური უმცირესობების  ინტეგრაციის ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„დღეს საქართველოში არ არის უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფების ინტეგრაცია, მათ მიერ გათავისება, რომ ისინი არიან ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი და მათი ჩართვა საერთო სახელმწიფოებრივ პროცესში“, – განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მართალია სხვა პოსტ–საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიური შობადობისა და  პოზიტიური მიგრაციის ბალანსი აქვს, „ჩვენ მაინც პატარა, მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ და ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს, საშუალება უნდა მივცეთ, რომ ჩვენი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი იყოს“.

სააკაშვილმა ეს განცხადება პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა. პროგრამა, რომელსაც 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. პროგრამის მონაწილეები საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ და სახელმწიფო ენას ოჯახის წევრებსაც ასწავლიან. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს.

სააკაშვილმა პროგრამის მონაწილეებს „ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები“ და „საუკეთესო ქართველები“ უწოდა.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინიტროს განცხადებით, პროგრამაში 150 მონაწილეა ჩართული და მათი რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:28 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:26 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group