
პარლამენტი დღეს ახალ საარჩევნო კოდექსს და საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოოდ დაამტკიცებს, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, დეპუტატთა რაოდენობა მომავალ პარლამენტში კვლავ 150 რჩება, საიდანაც 73 მანდატი მაჟორიტარული იქნება, 77 კი პროპორციული. ამავე კანონპროექტში ნათქვამია, რომ მომავალ პარლამენტში ფრაქციების შექმნა გაუადვილდებათ ისეთ პარტიებს, რომლებიც სათანადო მანდატებს ვერ მოიპოვებენ. გარდა ამისა, გარანტირებულია იმ მსჯავრდებულების მიერ ხმის მიცემის უფლება, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულნი.
რაც შეეხება ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო კოდექსის პროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე უნდა მოხდეს შეჯერება წინასაარჩევნოდ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართება, რომელზეც ძირითადად მსჯელობა მედიაკოალიციის მიერ წარდგენილ წინადადებებზე იქნება. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა წინასწარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს, რომ მედიამონიტორინგის წინადადებების უმრავლესობას არ იზიარებენ. ასეთ საკითხებს შორისაა მედიამონიტორინგის საბჭოს, მედიამონიტორინგის კომისიის შექმნა, ფარული რეკლამის განსაზღვრა და ა.შ.
კერძოდ, მედიაკოალიცია მედიამონიტორინგის საბჭოს სამ ვარიანტს სთავაზობს, რომელთა შორისაა საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტება და ა.შ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მედიამონიტორინგი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა განახორციელოს, რომელიც ამ მიზნით რომელიმე ორგანიზაციის მომსახურების შესყიდვას განახორციელებს.
ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით ასევე ახლებურად რეგულირდება საარჩევნო დავების განხილვის პროცედურა, ადმინისტრაციულ რესურსზე მონიტორინგის საკითხი, აგრეთვე, ახალი კოდექსით ბრუნდება მარკირების პროცედურა და დამოუკიდებელი კანდიდატების ცნება.
საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე, დეპუტატები მეორე მოსმენით დაამტკიცებენ იმ მუხლებს, რომლებიც აქამდე ღიად იყო დარჩენილი. აღნიშნული მუხლები ეხება გადასატან საარჩევნო ყუთებს, მედიის საკითხებს, დავების განხილვის საკითხებს და ა.შ.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზევე დაგეგმილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხებს ზღუდავს.
Related Stories