20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

პარლამენტმა პარტიების დაფინანსების ახალი წესი მეორე მოსმენით მიიღო

28/12/2011 12:47 (143 დღე 04:40 minutes ago)

civil.ge -- პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ წესზე ცვლილებათა პროექტი 27 დეკემბერს მეორე მოსმენით მიიღო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ახალი რეგულაციების ძირითად დებულებებს შორისაა იურიდიული პირებისთვის, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვა; კერძო პირების მიერ პარტიების ყოველწლიური დაფინანსების ზედა ზღვარის 60 000 ლარამდე გაორმაგება; პარტიის საწევროზე ზედა ზღვარის, 1 200 ლარის ოდენობით, დაწესება; პარტიათა ფინანსური შემოწირულობების კონტროლის პალატის მიერ მონიტორინგი. ახალი რეგულაციები ასევე ითვალისწინებს პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის გაზრდისთვის გარკვეულ ზომებს.

    პარლამენტმა პარტიების დაფინანსების ახალ წესზე ცვლილებას კენჭი უყარა
    საკანონმდებლო ცვლილებები პარტიათა დაფინანსებას ზღუდავს

ამ ინიციატივის ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები ხელისუფლებამ იმიტომ წარმოადგინა, რომ შეზღუდოს მილიარდერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობა მისი მოკავშირე ოპოზიციური პარტიები დააფინანსოს.

მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ მათი შემოთავაზების ერთ–ერთი მთავარი პრინციპია პარტიის დაფინანსება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობას ”მიაბან” და არა ერთ, რომელიმე მდიდარ სპონსორს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის ნოემბერ–დეკემბერში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ პარტნიორებად დაასახელა – რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია და ხალხის პარტია – შემოწირულობის სახით 4.1 მილიონი ლარი მიიღო, მათ შორის 3.3 მილიონი ლარი ივანიშვილის ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან; თანხის დანარჩენი ნაწილი, 800 000 ლარი, ამ პარტიებმა ფეხბურთელ კახი კალაძის ორი კომპანიიდან მიიღეს.

ეს შემოწირულობები სულ 12 იურიდიული პირის მიერ იქნა გაღებული; თითოეულმა პარტიებს 100 000 ლარი - არსებული რეგულაციებით მაქსიმუმალური თანხა - გადაურიცხა.

იურიუდიული პირების მიერ ამგვარი შემოწირულობები უკანონო გახდება მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ცვლილებები კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

ივანიშვილის პოლიტიკა ში გამოჩენამდე, მხოლოდ მმართველი პარტია იღებდა დიდი ოდენობით დაფინანსებას იურიდიული პირებისგან.

ხუთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა, რომელთაც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 5%–იანი ბარიერი გადალახეს, სულ, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი დახარჯეს თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თუმცა ამ თანხის 92% მხოლოდ მმართველმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ დახარჯა. იმ დროს რესპუბლიკური პარტიასა და "თავისუფალ დემოკრატებს" (ამჟამად ივანიშვილის მოკავშირეები) ახალ მემარჯვენეებთან ერთად საარჩევნო ბლოკი ქონდათ, რომელმაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხოლოდ 136 600 ლარი დახარჯა, რომელშიც ასევე შედიოდა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას კამპანიის სახსრებიც, რომელიც მაშინ თბილისის მერად იყრიდა კენჭს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალურად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი დახარჯა მეორე ვადით არჩევის კამპანიის ფარგლებში 2007 წლის ბოლოს და 2008 წლის დასაწყისში, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ 2008 წლის იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, ლევან გაჩეჩილაძე მ საარჩევნო კამპანიას 720 000 ლარი მოახმარა.

2011 წლის სექტემბერში, როდესაც მმართველმა პარტიამ ახალი საარჩევნო კოდექსის თავდაპირველი პროექტი წარმოადგინა, ის იურიუდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარის ზრდას ითვალისწინებდა არსებული 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე. თუმცა, ეს გეგმა მოგვიანებით შეიცვალა და ნოემბერში ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები წარმოადგინა, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფარვის მიზნით 1 მილიონი ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ საპარლამენტო არჩევნებზე. ამ თანხიდან 300 000 ლარი სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დაფარვისთვის იქნება გათვალისწინებული.    

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:34 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:32 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group